სალმან რუშდი 2022 წლის აგვისტოში მომხდარი თავდასხმის შედეგად ცალ თვალში ნაწილობრივ დაბრმავდა. მას ასევე დაუზიანდა ღვიძლი და პარალიზებული აქვს მარცხენა ხელი.
თავდასხმა მოხდა სამ ათწლეულზე მეტი დროის გასვლის შემდეგ მას მერე, რაც ირანმა მუსლიმებს რუშდის მოკვლა დაავალა, რელიგიური ლიდერების აღქმით, მკრეხელობისთვის მის 1988 წლის რომანში ,,ეშმაკეული აიები”.
„ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, განაჩენის გამოცხადებამდე მატარიმ განცხადება გააკეთა სიტყვის თავისუფლების შესახებ, რომელშიც რუშდი ფარისევლად მოიხსენია.
„სალმან რუშდის სურს სხვა ადამიანების მიმართ უპატივცემულობა“, - თქვა მან. „მას სურს იყოს მოძალადე, მას სურს სხვა ადამიანების დაშინება. მე ამას არ ვეთანხმები“.
სალმან რუშდი განაჩენის გამოცხადებისას სასამართლოში არ იმყოფებოდა.
ფორუმი