Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე


გრიგოლ გეგელია
გრიგოლ გეგელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმის გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსით. საქმე აღიძრა 126-ე, ძალადობის მუხლით.

დღეს, 24 მაისს, ცნობილი გახდა, რომ „ძლიერი საქართველოს“ წევრ გრიგოლ გეგელიას „TV პირველთან“ საუბრის შემდეგ თავს დაესხნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - ინფორმაცია პოლიტიკოსმა თავად მიაწოდა ჟურნალისტებს.

„ეს არ იყო შემთხვევით შეხვედრა, მას მიზანში ვყავდი ამოღებული - მკითხა, ხომ ვიყავი პოლიტიკოსი. ამ დროს გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, შეფურთხებაზე“, - უთხრა პოლიტიკოსმა „TV პირველს“ და დასძინა, რომ მას მუშტები დაარტყეს თავის არეშიც.

გროგოლ გეგელიამ შეძლო თავდამსხმელის ავტომობილის ნომრის დამახსოვრება. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას.

გეგელიას თანაგუნდელი და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პასუხისმგებლობას აკისრებს „კრემლის მართულ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა მძიმე კრიზისში, გახლიჩა, დააპირისპირა საზოგადოება და ქვეყანას მიაქანებს დამპყრობელი რუსეთისკენ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG