Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში მომხდარ ჭყლეტასთან დაკავშირებით 4 ადამიანი დააკავეს


ინდოეთის პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა ქალაქ ბენგალურუში მომხდარ ჭყლეტასთან დაკავშირებით.

ოთხშაბათს 11 ადამიანი დაიღუპა კრიკეტის სტადიონთან ათიათასობით ადამიანის შეკრების დროს. ისინი თავიანთი გუნდის, Royal Challengers Bengaluru's-ის (RCB) ისტორიულ გამარჯვებას აღნიშნავდნენ ინდოეთის კრიკეტის პრემიერ ლიგაში.

დაკავებულთა შორის არიან RCB-ს თანამშრომლები და ზეიმის ორგანიზატორები.

პოლიციის ხუთი მაღალი რანგის თანამშრომელი, მათ შორის ქალაქის პოლიციის უფროსი, სამსახურიდან გაათავისუფლეს „დაუდევრობისა და უპასუხისმგებლობის“ გამო.

პოლიციის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ გამოძიების შედეგად კიდევ რამდენიმე პირის დაპატიმრებაა მოსალოდნელი.

გამარჯვების აღსანიშნავად სტადიონთან 200 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა, თუმცა პოლიცია ამ რაოდენობის მხოლოდ ნახევარს ელოდა. სტადიონი, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, 32 000 მაყურებელს იტევს და ის გუნდის მისვლამდე დიდი ხნით ადრე გადაიტვირთა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG