ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა პროკურატურის მიერ სასამართლოში მიტანილი ვიდეომტკიცებულება ჩაურთო და ეკითხება, ვინ ჩანს ვიდეოში. ამ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის მხრიდან ისვრიან ნივთებს.
„ასეთი ჩაფხუთი თქვენც გეფარათ? ასეთი შავი ტანსაცმელი გეცვათ?", - კითხულობს ადვოკატი.
მოწმე პასუხობს: „ჩვენ შავი ტანსაცმელი არ გვაცვია, ციფრული ტანსაცმელი გვაცვია. ჭრელი.... ჩემს დანაყოფში შავი ტანსაცმელი არაა, სხვაგან რაც არ ვიცი, ვერ გეტყვით".
სპეცრაზმელი ნუგზარ მირიანაშვილი ამბობს, რომ მომიტინგეებთან ახლო კონტაქტი მის დანაყოფს არ ჰქონია.
„ჩემი იქ ყოფნის დროს პოლიციაის არაფერი....[გულისხმობს ძალადობას - რ.თ] ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, მე ჩემი დავალება მაქვს, ეს არის ხაზის დაცვა, როცა მოგვყვება წყალსასროლი მანქანა, მომიტინგეებთან კონტაქტი ჩვენს დავალებაში არ შედის".
მან ასევე თქვა, რომ მის დანაყოფს არ გამოუყენებია ცრემლსადენი გაზი. „ჩემი იქ ყოფნის დროს არავის გამოუყენებია“, - ამბობს ის.
ის ასევე უარყოფს, რომ „პოლიციელების აგრესიულ ჯგუფებს“ მიყავდათ დაკავებული დემონსტრანტები და ისინი[რობოკოპები - რ.თ.] უხსნიდნენ წინა ხაზს და უშვებდნენ სამართალდამცველების სივრცეში. ის ამტკიცებს, რომ გვერდზე არ იყურებოდა, რომ გამეხედა „რავიცი ქვა სად მომხვდებოდაო“. მას ასევე არ დაუნახავს, რომ პოლიციელები ისვრიდნენ ქვებს.
- პოლიციას ამოიცნობთო?, - კითხულობს ირაკლი ჩომახაშვილი.
„ვერა ვერ ამოვიცნობო“, - პასუხობს სპეცრაზმელი.
„აბა მომიტინგზე როგორ დაინახეთო?"
- არ დამინახავს მომიტინგე, მე ვთქვი მომიტინგეების მხრიდანო.
მოწმე სპეცრაზმელი არ პასუხობს კითხვას დაზიანებულ დემონსტრანტებზე:
„ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგასთან დაკავშირებით რაღაცებს ამბობდნენ, მაგრამ", - ასეთია გდდ-ს თანამშრომლის პასუხი.
„როდის ვიწყებთ ინსტინქტებით ხელმძღვანელობას?“, - კითხულობს ომარ ფურცელაძე.
მოწმის პასუხი: როცა მოდის რაღაც, სახესთან და უფრო დაგაზიანებს, ხომ არ მოაკვლევინებ თავს, ბოლო-ბოლო, პირველი გამისკდა სახესთან ახლოს, ინსტინქტურად ავწიე ხელი ფარიანი, რომ სახეზე არ მომხვედროდა".
ფორუმი