Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან
განახლებები სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმე - 07/07/2025

გრძელდება ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა ჯგუფური ძალადობის საქმეზე

15:38 7.7.2025

ის ამბობს, რომ არ უნახავს და არც გაუგია, რომ ამ საქმეზე, რომელზეც დაზარალებულია, ვიდეოჩანაწერები არსებობს.

„მე გამომძიებელს შევხვდი, მკითხა, როგორ დავშავდი, რატომ დავშავდი, რამდენიმე დღის წინ ახლა დამირეკეს და მითხრეს დაკითხვაზე მივსულიყავი“.

მოწმე ადასტურებს, რომ არ გაცნობია საქმის მასალებს, მიუხედავად დაზარალებულის სტატუსისა.

ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი: „საქმის მასალებში მე. გეუბნებით, რომ ვიდეოებია, ამას რო არ გაეცანით თქვენი ინიციატივა იყო თუ გამომძიებელი?"

მოწმე პასუხობს: არაფერი უთქვია [გამომძიებელს -რ.თ. ]არაფერი მითქვია მინდა ვიდეოების გაცნობა-მეთქი.

15:30 7.7.2025

პროკურატურამ კითხვები დაასრულა, ახლა დაცვის მხარის ჯერია

15:27 7.7.2025

მოწმე სპეცრაზმელი:

„ბრალდებულებს არ ვიცნობ, არც ერთის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიისგან დავზიანდი, თუ გამოვლინდა, რომ ძალადობრივ ქმედებაში მიიღეს მონაწილეობა , უნდა დაისაჯო, რა თქმა უნდა.

ვერავის ვერ დავინახავდი, იყო სიბნელე, მეორეც ერთი იყო ლაზერების მონათება, სახის არეში გვანათებდნენ მომიტინგეები, მეორე ის იყო, რომ ჩვენ გვიკეთია აირწინაღი და არის ჩაფხუტის პლასმასი და მხედველობის არე შეზღუდულია, ნაკლები განათება იყო და ყოველი ფეიერვერკის აფეთქების შემდეგ რთული იყო გარჩევა ყველასი".

30 ნოემბერს მივედი საღამოს 9-ის ნახევარზე და სადღაც ორი საათისთვის საავადმყოფოში გადავყავარ".

15:21 7.7.2025

გდდ-ს თანამშრომელი ნუგზარ მირიანაშვილი ამბობს, რომ 30 ნოემბერს 9 საათისთვის მივიდა აქციაზე და განლაგდნენ თავისუფლების მოედანზე, თბილისი მარიოტთან.

„მისვლისთანავე ჩავიცვით სპეცაღჭურვილობა, ე.წ. რობოკოპი და ვიდექით ისე, გაჩერებულები ვიყავით. ამ დროს პარლამენტის მიმდებარედ მიდიოდა აქცია ჩვეულებრივ გარემოში. 11 საათის შემდეგ აქცია იღებს ძალადობრივ ქმედებას. ჩანდა, როგორც ისროდა პიროტექნიკას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ, რამდენიმე ჩვენ თანამსრომლეს ჰქონდა ტელეფონი ჩართული და ვუყურებდით ვითარებას.

შედგა კოლოფი, ეს არის ის, სადაც ჭავლის მანქანა დგას, ჩვენ ვიცავთ ამ მანქანას [კოლოფით].

სადღაც 11-დან 12-საათამდე პერიოდში. შემდეგ გადაადგილებას ვიწყებთ საზ, წესრიგის აღდგენისთვის, რუსთაველის მიმართულებისკენ. 9 აპრილის კვეთაზე დაგვხვდა ბარიკადები, ფეიბოქსები იყო რითაც ჩახერგილი იყო გზები. დავიწყეთ გასუფთავება, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა მყარი საგნების სროლა, ქვები, მოლოტოები, იყო პიროტექნიკის სროლა, რუსთაველის და 9 აპრილის ქუჩას ვგულისხმობ. ჩვენსა და მომიტინგებს შორის მანძილი 25-30 მეტრი იყო, განვაგრძეთ გზა, უკან იხევდნენ, ჩვენ უკან მოგვყვებოდა ცალკე დანაყოფის ჭავლსასროლი მანქანა, სადაც მოუწოდებდნენ მომიტინგეებს მშვიდობისკენ შემდეგ გავჩერდით პირვესკოლას რომ გაცდები ზემო მერიოტთან იქ, გავჩერდით რამდენიმე ხანი იქ. მიდიოდა ისე პიროტექნიკის სკოლა, მყარი საგნები, ფარზე ლითონების მოხვედრა, რომელიც ჩვენ გვიცავს, არ ვიცი რითი გვესწორდნენ.

ამის შემდეგ მომიწია ჩანაცვლება წინა ზოლში. წყალსასროლი მანქანის გვერდით ვიდექით და მოგვიწია მის წინ ჩადგომა. 4-5 ადამიანი ჩვენი თანამშრომელი გამოვიდა მწყობრიდან პიროტექნიკის შედეგი იყო და ჩავანაცვლეთ. სადღაც საათში დაიწყო ინტენსიური სროლა, ვეღარ გაგვეგო ფარი ზევით აგვეწია თუ სად წაგვეღო, პიროტექნიკა მარჯვენა ტერფის არეში ამიფეთქდა, დავკარგე მრძნობელობა და ჩემმა ხელმძღვანელმა გადამიყვანა სასწრაფოს მანქანასთან. სანამ მე წამიყვანდნენ მოიყვანეს ჩემზე უფრო დაშავებული პიროვნება, ღია ჭრილობა ჰქონდა, ჰქონდა გამომწვარი, დამწვარი და სასწრაფომ მათი გადაყვანა გადაწყვიტა, მე მესამე მანქანამ წამიყვანა. კავკასუს მედიცინის ცენტრში[კავკასიის - რ.თ.] გამიწიეს დახმარება. ერთი საათი ვიყავი იქ და ორი კვირა მომიწია რეაბილიტაცია".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG