ადვოკატი ომარ ფურცელაძე სპეცრაზმელებისთვის დავალების მიმცემის ვინაობის გარკვევას ცდილობს: „როცა დგები კოლოფში, იქ 200 ადამიანი მაინც დგას, როცა წინა ზოლი ფარს იღებს, შენც იღებ ფარს, ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს".
ანუ შეიძლება დავალება არ იყოს გაცემული და წინა რიგი რასაც იზამს, იმას იმეორებთო? - კითხულობს ადვოკატი.
მოწმე ამბობს, რომ ბრძანების გარეშე არავინ მოქმედებს, მაგრამ იმ დღეს ბრძანებები, ვინ გასცა ვერ ეტყვის.
მოწმე მირიანაშვილი ამბობს, რომ რაცია აქვთ, მაგრამ ადგილზე ბევრი ადამიანია და ვისგან მოდის ბრძანება იქ ვერ იგებენ, შესაბამისად, არ შეუძლია თქმა, ვინ გასცა მოძრაობის დავალება.
„ახლა რომ გაჩვენოთ ვიდეოები თქვენს თავს ამოიცნობთ", - კითხულობს ირაკლი ჩომახაშვილი.
სპეცრაზმელი ამბობს, რომ „ვერ ამოიცნობს".
ირაკლი ჩომახაშვილს აწყვეტინებს პროკურორი და ეუბნება: „კამერები აღარააო".
„ახლაც თუ ისე ვიქცევი, როგორც კამერების დროს, ე.ი. არ მაღელვებს კამერებიო", - პასუხობს ჩომახაშვილი.
„თუ დისკომფორტი გაქვთ გარეთ გაბრძანდითო", - ამას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი ამბობს.
ფორუმი