Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან
განახლებები სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმე - 07/07/2025

გრძელდება ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა ჯგუფური ძალადობის საქმეზე

12:21 7.7.2025

ადვოკატი ირმა ჭკადუა კითხულობს, ზიანდება თუ არა 112-ის თანამშრომლების სამოსი და ტექნიკა, როცა მაგალითად უბედურ შემთხვევაზე გადიან, ხანძარი იქნება ეს თუ სხვა რამ

მოწმის თქმით, ზოგადად შესაძლებელია რომ დაზიანდეს, მაგრამ „ასეთი ფორმით არა“.

ადვოკატი არ ჩაკითხვია, რა ფორმით. ირმა ჭკადუას აინტერესებს, როცა ჯგუფი გადის დავალებაზე და ზიანდება ტექნიკა ან უნიფორმა, ყველა ჯერზე დაზარალებულად ცნობენ თუ არა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს?

მოწმის თქმით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში - დიახ, თუმცა „სამსახური სწავლობს გარემოებებს და არკვევს დაზიანების საფუძვლებს“, - ამბობს თამარ ჭანტურაია.

12:23 7.7.2025

ირმა ჭკადუას აინტერესებს, „თუ დადგინდება, რომ იმ დროს, როცა 112-ის მანქანა ან უნიფორმა დაზიანდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვალერი თეთრაშვილი, იქ არ იყო, ექნებათ პრეტენზია?“.

მოწმის პასუხი: „წინასწარ არავის მიმართ არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ქონება დაზიანდა და თუ დადგინდება დამზიანებელი...“.

12:44 7.7.2025

სხდომაზე ტექნიკური შესვენებაა. სასამართლო სხდომის აუდიოს ჩაწერას ვერ ახერხებს. გამოიძახეს ტექნიკური ჯგუფი.

12:44 7.7.2025

ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა. მირკოფონებში ხმის პრობლემის გამო. ნინო გალუსტაშვილის სდომიდან გავიდა. სხდომის მდივანმა მიკროფონი დატესტა: „ახლა ისმის".

მოკლედ, ნახევარ საათში განვაახლებთ ლაივბლოგზე წერას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG