Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან
განახლებები სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმე - 07/07/2025

გრძელდება ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა ჯგუფური ძალადობის საქმეზე

13:18 7.7.2025

შესვენება დასრულდა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სხდომათა დარბაზშია. გრძელდება მოწმის დაკითხვა

13:18 7.7.2025

112-ის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ ჭანტურიას დაკითხვის მეორე ნაწილი, ტექნიკური შესვენების შემდეგ. კითხვებს სვამს გუჯა ავსაჯანიშვილი.

13:24 7.7.2025

თამარ ჭანტურიას დაკითხვა დასრულდა. მოწმედ გამოიძახეს ირაკლი გველესიანი.

13:32 7.7.2025

ირაკლი გველესიანი პოლიციელია, აქციების დროს კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. ახლა თბილისის პოლიციაშია. მისი ჩვენების დეტალები დაიწერება Reply-ში.

ირაკლი გველესიანმა ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. ის ამბობს, რომ დაათვალიერა ვიდეოკადრები შსს-ს ოპერატორებთან ერთად. ეს საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა 12-13 თებერვალს. მისი თქმით, ვიდეოკადრებში აღმოაჩინა სერგეი კუხარჩუკი და რუსლან სივაკოვი.

„აღნიშნული მოქმედება ჩატარდა პრესსამსახურის ერთ-ერთ ოთახში, გულუას ქუჩაზე“, - ამბობს პოლიციელი.

მისი თქმით, ამ საქმეზე რამდენიმე დაზარალებულიც გამოკითხა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG