სერგეი კუხარჩუკის და რუსლან სივაკოვის ადვოკატი, ნიკოლოზ ლეგაშვილი სვამს კითხვებს. ის ამბობს, რომ ვიდეოში მისი დაცვის ქვეშ მყოფები „დანაშაულებრივ ქმედებას ჩადიოდნენ“.
ადვოკატის თქმით, ის ცდილობს გაარკვიოს, რა მოქმედება მიიჩნია მან „დანაშაულებრივად".
- თქვენ ორივეს ადვოკატი ხართ?
- დიახ
- თავიდან ერთი თქვით[არადა ადვოკატი მას გაეცნო და ისიც უთხრა, ვის დაცვას ახორციელებდა სხდომაზე]
მოწმე აგრძელებს, რომ ბრალდებულები ამყარებდნენ ბარიკადებს და ცეცხლს უკიდებდნენ - რას? დეტალურად ამბობს. მისივე თქმით, ვიდეოები, რომლებიც დაათვალიერა 28-29 ნოემბრის ვიდეოჩანაწერებია.
კითხვებს სვამს ფიქრია მახარაძე, სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის მეორე ადვოკატი. მას აინტერესებს, რატომ აღმოაჩინეს მოგვიანებით მტკიცებულებები და საქმესაც ორთვიანი დაგვიანები დაურთეს, როცა ბრალდებულები დეკემბრის დასაწყისში დააკავეს.
„ბარიკადის გამყარება იმისთვის, რომ ბარიკადის მოშორება უფრო ძნელი გახდეს, კი ძალადობრივია“, - თქვა ირაკლი გველესიანმა.
„შეუცვალა ლოკაცია ბარიკადს და მისცა უფრო მყარი ადგილი", - პასუხობს მოწმე კითხვას, რას აკეთებდნენ კონკრეტულად რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი.
ფორუმი