კითხვაზე, ამ შაბათს რომ იმართებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ - 35,8%;
„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 16,6%;
„ძლიერი საქართველო“ - 9,5%;
„გახარია საქართველოსთვის“ - 10%;
„გირჩი“ - 2,3%;
„პატრიოტთა ალიანსი“ - 1,5%;
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) - 1,3%;
სხვა - 5,1%.
კვლევის შესახებ
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
გამოიკითხა საქართველოს 2 ათასი სრულწლოვანი მოქალაქე პირდაპირი ინტერვიუს გზით. შერჩევის ცდომილება: ±2.2% , 95%-იანი სანდოობით გამოპასუხების წილი: 71%.
საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში. კვლევის დონორი იყო „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, კვლევის განმახორციელებელი - "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი" (ISSA).
ფორუმი