Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (09/07/2025)

12:13 9.7.2025

მოწმის დაკითხვამდე ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე მოუწოდებს პროკურორებს უზრუნველყოს სხვა მოწმეების მოჰყვანაც, რადგან მთელი დღეა გამოყოფილი და სასამართლოში დღეს მოყვანილი მოწმეები და ინფორმაცია, რომელსაც ისინი ფლობენ, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის. შესაბამისად ბევრი კითხვა არ აქვთ და სავარაუდოა, რომ სხდომა რამდენიმე წუთში დასრულდება.

„ჩვენ აქ ყოველ დღე, როცა პროცესია ვიკრიბებით იმიტომ, რომ ვიმუშავოთ ხუთამდე ექვსამდე, შეიძლება ობიექტური მიზეზით ვერ მოაბილიზა მოწმეები პროკურატურამ, მაგრამ დღეს ჩვენთვის 70%-80% გაცდენილი დღეა. ჩვენ მობილიზებული ვართ სამუშაოდ.... დაიწყოს პროკურორმა კომუნიკაცია ახლავე მოწმეებთან და ჩვენ დაველოდებით ერთი საათი და მეტიც კი", - ამბობს ადვოკატი.

მის პოზიციას იზიარებს მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილი და ეკითხება პროკურორებს, თუ არის შესაძლებლობა დაელოდონ და გამოიძახონ მოწმეები.

ვაჟა თოდუას პასუხია, რომ ყოფილა შემთხვევები 6-7 მოწმე გვყოლია, მაგრამ ვერ მოგვისწრია დაკიტხვა და ახლა მეტის მოყვანა ვერ შევძელიო.

მოსამართლემ მოითხოვა, დაიწყოს ვაჟა თოდუამ კომუნიკაცია მოწმეებთან და თუ საჭირო გახდება ისინი დაელოდებიან, რადგან დღეს, მთელი დღეა გამოყოფილი ამ საქმისთვის.

12:13 9.7.2025

თბილისი მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი იოსებ მამადაშვილი აბობს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით დაზიანდა ლითონისა და პლასმასის ნაგავშემკრები ურნები.

„15 ერთეული ლითონის ურნა, იგივე ტევადობის პლასმასის ურნები - 77 ერთეული, მცირე ზომის - 25 ურნა და პატარა ზომის ლითონის დეკორატიული ურნები - 18 ცალი", - ამბობს მოწმე.

ჩვენების გასაგრძელებლად ჩამოშალეთ Reply

12:17 9.7.2025

იოსებ მამადაშვილი არ შესწრებია ნაგვის ურნების დაზიანების ფაქტს, ამბობს, რომ „ტელევიზიით ნახა“, შემდეგ გავიდა რუსთაველზე და ნახა დაზიანებული ურნებიც.

12:19 9.7.2025

პროკურორ, ვაჟა თოდუას კითხვებს აპროტესტებს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი. ის ამბობს, რომ მოწმემ უნდა ისაუბროს მხოლოდ იმაზე, რასაც თავად შეესწრო, საკუთარი თვალით ნახა და არა იმაზე, რას უყურა ტელევიზორში.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG