Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

ანრი კვარაცხელიას სასამართლო პროცესი - ლაივბლოგი (18/07/2025)

12:44 18.7.2025

მოსამართლე ნაჭყებიამ ანრი კვარაცხელიას განაჩენის გამოცხადების სხდომა 7 წუთში დაასრულა.

12:37 18.7.2025

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია გასული წლის დეკემბერში გამწესდა მოსამართლედ. ის სამწლიანი გამოსაცდელი ვადითაა დანიშნული. მას სხვა დემონსტრანტების საქმეებიც აქვს, მათ შორისაა ანატოლი გიგაური.

12:36 18.7.2025

0:40 - ეზოში პროტესტია, მოძრაობა 300 ქალია ორგანიზატორი. პერფორმანსის მონაწილეები ერიდებიან მანდატურებთან კონფლიქტს და ეზოს გარეთ გადიან. მათ თვალი აქვთ აკრული - „თემიდას სიმბოლო“ და გულზე წითელი სტიკერით აწერია - „უდანაშაულოა“.


12:35 18.7.2025

10:41 - ანრი კვარაცხელიას სხდომას დაესწრნენ სხვა დაკავებული დემონსტრანტების მშობლები: ნანი წულაია, მარიზი კობახიძე, ნარგიზი დავითაძე. მათ კვარაცხელიების ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG