Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და ხამენეის მთავარმა მრჩეველმა ბირთვული და ახლო აღმოსავლეთის საკითხები განიხილეს


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის და ახლა ირანის უზენაესი ხელმძღვანელის, აიათოლა ალი ხამენეის, უფროს მრჩეველი ალი ლარიჯანის (მაშინ პარლამენტის სპიკერი) შეხვედრა სოჭში 2015 წელს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის და ახლა ირანის უზენაესი ხელმძღვანელის, აიათოლა ალი ხამენეის, უფროს მრჩეველი ალი ლარიჯანის (მაშინ პარლამენტის სპიკერი) შეხვედრა სოჭში 2015 წელს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 20 ივლისს შეხვდა ირანის უზენაესი ხელმძღვანელის, აიათოლა ალი ხამენეის უფროს მრჩეველ ალი ლარიჯანის.

ამის შესახებ Reuters-ი - იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რიაზე“ დაყრდნობით, რომელიც კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვს იმოწმებს.

პუტინმა და ლარიჯანიმ განიხილეს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის
ესკალაციის და ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული საკითხები.

პესკოვის თქმით, პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პოზიცია, რომ მხარს უჭერს რეგიონის სტაბილიზაციას და ირანის ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიკური საშუალებებით გადაწყვეტას.

"თასნიმის" სააგენტომ გაავრცელა ასევე ცნობა, რომ ირანისა და რუსეთის საზღვაო ძალები მომავალ კვირაში კასპიის ზღვაში ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. საერთო საზღვაო-სამაშველო და დახმარების წვრთნა, კოდური სახელწოდებით CASAREX 2025, კასპიის ზღვაში 21 ივლისს დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება.

რუსეთმა და ირანმა 2025 წლის იანვარში გააფორმეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც რატიფიცირებულია. ის არ წარმოადგენს სამხედრო ალიანსს და არ ავალდებულებს რუსეთს დაიცვას ირანი.

ისრაელის და შემდეგ აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმების პერიოდში პუტინი შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის და დაგმო „სრულიად არაპროვოცირებული აგრესია“ ირანის მიმართ, რისთვისაც მას სტუმარმა მადლობა უთხრა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG