Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლოდან
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (24/07/2025)

13:55 24.7.2025

კიდევ ერთი სპეცრაზმელი ადასტურებს, რომ ნომრები აქვთ. გურამ კვირიკაშვილი ამბობს, რომ მისი ნომერი - 63-ია.

13:53 24.7.2025

„თუ ამ ადამიანებს დაუდასტურთად ჯგუფური ძალადობა, მე მათთან მექნება პრეტენზია. თუ არ დაუდასტურდებათ, არ მექნება", - ასეთია დაზარალებულის სტატუსის მქონე სპეცრაზმელის პოზიცია, ისევე როგორც ყველასი, ვინც ამ დრომდე ამ საქმეზე დაიკითხა.

კიდევ ერთი სპეცრაზმელი ადასტურებს, რომ ნომრები აქვთ. გურამ კვირიკაშვილი ამბობს, რომ მისი ნომერი - 63-ია.

13:47 24.7.2025

დაკითხვა დაცვის მხარემ დაიწყო. კითხვებს სვამს რევაზ კიკნაძის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი.

მას პასუხობს სპეცრაზმელი, რომ მოძრაობდა დაიწყო თავისუფლების მოედნიდან, გაიარეს რუსთაველი და გაჩერდნენ ჭიჭინაძის კვეთასთან.

გუჯა ავსაჯანიშვილი ეკითხება, ბრალდებული პირებიდან ამოცნობა ხომ არ შემოუთავაზებია გამომძიებლებს. „არაო“, - პასუხობს და ამატებს, წეღანაც აღვნიშნე იდენტიფიკაცია არ შემიძლიაო. „გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ ვხედავდი".

„არ ვიცი, ვინ იყვნენ იქ და ვინ არა", - ამბობს სპეცრაზმელი.

ადვოკატის კითხვაა, თუ ვერ ხედავდა, ანუ ეს ნიშნავს, რომ ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, რომ მსროლელი შეიძლება არც ყოფილიყო აქციის მონაწილე და სუს-ის შეგზავნილი ყოფილიყო.

„გამოძიების საქმეა, მე არ შემიძლიაო", პასუხობს.

გუჯა ავსაჯანიშვილმა კითხვები დაასრულა.

13:40 24.7.2025

გამოიძახეს მოწმე გურამ კვირიკაშვილი. ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელია. დაზარალებულის სტატუსი აქვს.

მისი თქმით, 30 ნოემბერს ღამის საათებში გამოცხადდა პარლამენტთან. მისი თქმით, მისვლისთანავე, შენიშნა, რომ პარლამენტის წინ წყნარი სიტუაცია იყო, შემდეგ კი აქცია ძალადობრივ ხასიათში გადაიზარდა.

„მივიღეთ მითითება, რომ წყლის ჭავლის მანქანას ჩაექრო ხანძარი და გაეთავისუფლებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ბარიკადებისგან, რადგან პარლამენტზე იგეგმებოდა თავდასხმა და შეჭრა", - ამბობს ის.

სპეცრაზმელი და მისი ქვედანაყოფი განლაგდა რუსთაველის გამზირზე პირველ სკოლასთან. ის ამბობს, რომ მეორედ ბარიკადები თბილისი მერიოტთან იყო მოწყობილი.

„გამიზნულად ისროდნენ ჩვენს მიმართულებით, ინტენსიური.... ძალიან ბევრი გვხდებოდა... ფარი არ არის ის, რაც ჩვენს სრულ დაცვას უზრუნველყოფს.. ლაზერებს გვანათებდნენ თვალებში რაც შეუძლებელს ხდიდა ხილვადობას..დემონსტრანტების მხრიდან მოდიოდა ჩვენი მიმართულებით ქვების სროლა...დაახლოებით 2-ის ნახევრისთვის მომხვდა მხარში ჭურვი და აფეთქდა".

- რამდენი ადამიანი ახორციელებდა ძალადობრივ მოქმედებას?

- ასე არ შემიძლია თქმა, რამდენიმე ასეული ალბათ..

პროკურატურამ დაასრულა დაკითხვა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG