ბრალდებულ ჯანო არჩაიას შვილიშვილები შეხვდნენ, სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით, ორი გოგონა - ორივეს ყვავილებიანი პრინტით კაბები აცვიათ, თმა საგულდაგულოდ აქვთ გადაწეული.
სხდომა იწყება, ბავშვები სხდომიდან გაყავთ. ბავშვების დასწრება აკრძალულია.
ანდრო ჭიჭინაძეს შვილის დაბადების დღეს ულოცავენ. ის ოთხი წლის გახდა. ეკითხებიან - ნახე, მილოცვები ტელევიზორშიო.
თავის დაქნევით უდასტურებს ანდრო ჭიჭინაძე.
„ვაიმეეე" - ამბობს ონისე ცხადაძე, გულზე ხელს იდებს და დარბაზის მარჯვენა კუთხეში, უკანა რიგებისკე იყურება. ის მისი კოლეგა ზის „ახალი შაბათის შოუდან", ბიძინა ივანიშვილის პაროდიას რომ აკეთებს, ის.
გამოიძახეს მოწმე გურამ კვირიკაშვილი. ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელია. დაზარალებულის სტატუსი აქვს.
მისი თქმით, 30 ნოემბერს ღამის საათებში გამოცხადდა პარლამენტთან. მისი თქმით, მისვლისთანავე, შენიშნა, რომ პარლამენტის წინ წყნარი სიტუაცია იყო, შემდეგ კი აქცია ძალადობრივ ხასიათში გადაიზარდა.
„მივიღეთ მითითება, რომ წყლის ჭავლის მანქანას ჩაექრო ხანძარი და გაეთავისუფლებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ბარიკადებისგან, რადგან პარლამენტზე იგეგმებოდა თავდასხმა და შეჭრა", - ამბობს ის.
სპეცრაზმელი და მისი ქვედანაყოფი განლაგდა რუსთაველის გამზირზე პირველ სკოლასთან. ის ამბობს, რომ მეორედ ბარიკადები თბილისი მერიოტთან იყო მოწყობილი.
„გამიზნულად ისროდნენ ჩვენს მიმართულებით, ინტენსიური.... ძალიან ბევრი გვხდებოდა... ფარი არ არის ის, რაც ჩვენს სრულ დაცვას უზრუნველყოფს.. ლაზერებს გვანათებდნენ თვალებში რაც შეუძლებელს ხდიდა ხილვადობას..დემონსტრანტების მხრიდან მოდიოდა ჩვენი მიმართულებით ქვების სროლა...დაახლოებით 2-ის ნახევრისთვის მომხვდა მხარში ჭურვი და აფეთქდა".
- რამდენი ადამიანი ახორციელებდა ძალადობრივ მოქმედებას?
- ასე არ შემიძლია თქმა, რამდენიმე ასეული ალბათ..
პროკურატურამ დაასრულა დაკითხვა.
ფორუმი