ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ ხვალ სავალდებულო დაცვა აქვს და სთხოვს მოსამართლეს სხდომა არ ჩატარდეს. პროკურორებს აქვთ კონფერენცია, შესაბამისად მათაც არ აქვთ დრო. მხარეების შეთანხმებით, მორიგი სხდომა 29 ივლისს 12:00-ზე გაიმართება.
ილია ქვათაძის დაკითხვა დასრულდა.
კითხვების დასმამდე ვალერი თეთრაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა განუმარტავს მოწმეს, რომ „ამ საქმეზე კოლექტიურად არ არიან დაზარალებულად ცნობილები".
მისი თქმით, პროკურატურამ დააზეპირებინა მოწმეებს, რომ „არ დაუნახავთ, მაგრამ მაინც აქვთ პრეტენზია".
ბევრი კამათის შემდეგ ომარ ფურცელაძე და მოწმე შეთანხმდნენ, რომ ის ერთი ქვითაა დაზიანებული და „დანარჩენებთან ადამიანურად აქვს პრეტენზია, რომ მონაწილეობდნენ ძალადობაში".
ფორუმი