Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლოდან
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (24/07/2025)

16:28 24.7.2025

არჩაიასა და ფურცელაძის ადვოკატი, ომარ ფურცელაძე სვამს კითხვას: ირაკლი კობახიძემ თქვა 1 000 ადამიანი ძალადობდაო. ამის მიხედვით, ამ საქმეზე არაიდენტიფიცირებულია 989 პირი, მათთანაც გაქვთ პრეტენზია?

პროკურორი და მოსამართლე ეხმარებიან მოწმეს, კითხვა აცილებულია.

16:25 24.7.2025

კითხვებს სვამს გიორგი ტერიშვილის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.

მის კითხვებზე პასუხად მოწმე ქვათაძე ამბობს, რომ რაც გდდ-შია აქციებთან შეხება პირველად ჰქონდა, არადა უწყებაში 2019 წლიდან მუშაობს.

ადვოკატი: თქვენი ინტერესი ნამდვილად ხომ არის დადგინდეს ვინ დაგაზიანათ?

მოწმე: დიახ

ადვოკატი: გავრილოვის ღამე გახსოვთ?

მოწმე: არ მახსოვს

ადვოკატი: ეს აქციები რაზე იმართებოდა იცით?

მოწმე: პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით...

ადვოკატი: 2019 წელს რომ პოლიციელები დაზიანდნენ და ვიღაცები რომ დააკავეს და ბრალი წარედგინათ, მათ მიმართ პრეტენზია გაქვთ?

მოწმე: 2019-ში სხვა ადმინისტრაციაში ვმუშაობდი

ადვოკატი: თქვენ ხომ გცნეს დაზარალებულად? ხომ წაიკითხეთ? გიორგი ტერიშვილი ეწერა?

მოწმე: 8 პირი და 11 პირი, ჯგუფურად და ორგანიზებაში

ადვოკატი: გიორგი ტერიშვილი თქვენი დაზარალებულის დადგენილებაში წერია.., გახსოვთ ამ 19 პირიდან რომელიმე თუ იყო აქციაზე?

მოწმე: წერია იქ გვარი და სახელები.... არ მახსოვს ზუსტად.... რამე შეცდომაში რო არ შევიდეე... ცეცხლაძე მახსოვს

ადვოკატი: ომარ ფურცელაძე თუ გახსოვთ?

[მოსამართლე აჩერებს, კითხვები დაუსვითო, პროკურორი აცილებას ითხოვს]

ისევ მოწმე: სახეებზე ამ ადამიანებს ვცნობ, სახელი და გვარები არ ვიცი

ადვოკატი: გამოძიებამ გაგაგებინათ ვინ დაგაზიანათ?

მოწმე: გამოძიება დაადგენს

[მოსამართლე: გაგცათ პასუხი, არ ვიციო]

ადვოკატი: გამოძიება დასრულდა უკვე?

მოწმე: გამოძიება დასრულდა უკვე?

[ისევ მოსამართლე ერევა. ადვოკატი დაინტერესდა, რატომ აძლევს გალუსტაშვილი შენიშვნებს, როცა ბრალდების მხარე თავად არ ერევა და აგრძელებს]

ირაკლი ჩომახაშვილი აჯამებს: „საქმის მასალებს არ გაეცანით, არ იცით ვინ იყო ბრალდებულებიდან ორ დეკემბერს აქციაზე, ყველასთან გაქვთ პრეტენზია მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ დაუზიანებიხართ, გაინტერესებთ, ვინ დაგაზიანათ და საერთოდ არ მოგიკითხიათ გამოძიებაში დადგინდა თუ არა თქვენი დამზიანებელი. პირადად მე მოგწერთ თუ დადგინდება თქვენი დამზიანებელი....მასალები რომ გცოდნოდათ აქ დადგინდებაო არ იტყოდით".

16:08 24.7.2025

არც ამ მოწმეს დაუნახავს, რომ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ

16:02 24.7.2025

კითხვებს სვამს გუჯა ავსაჯანიშვილი. მას აინტერესებს, აქვს თუ არა მას პრეტენზია იმ ბრალდებულებთან, რომლებსაც 2 დეკემბერს არ ედავებიან?

მოწმე ამბობს: „თუ ჯგუფურობა დამტკიცდება, კი მექნება მის მიმართ პრეტენზიებიო". დაზარალებული გდდ-ს თანამშრომელი ამბობს, რომ ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG