ადვოკატი ჩომახაშვილი განუმარტავს მოწმეს სიტყვა „გამთენიის" მნიშვნელობას და თანხმდებიან, რომ 30 ნოემბერს კი არა პირველ დეკემბერს დაზიანდა. შემდეგ ადვოკატი ეკითხება, რამდენ დემონსტრანტს აქვს პირველ დეკემბერს ბრალი წარდგენილი?
„არ დაუთვლია, არც სახელი და გვარები იცის“, - ასეთია მოწმის პასუხი.
ისევ ადვოკატი: ის თუ გახსოვთ პირველ დეკემბერს რომელიმეს თუ ედავებიან პიროტექნიკის სროლას?
სპეცრაზმელი: არ წამიკითხავს
„არ წაგიკითხავთ, სახელი და გვარი არ გახსოვთ და არც ის ის იცით ამ 11-დან პირველ დეკემბერს ვინ იყო იქ", - აჯამებს ადვოკატი კითხვებზე პასუხის ინფორმაციულ შედეგს.
მოწმის თქმით, იცის, რომ საქმის მასალების გაცნობის უფლება აქვს, მაგრამ „გამოძიებას ენდობა“. მისივე თქმით, ვიდეოდან საკუთარ თავს ვერ ამოიცნობდა „თავისი აღჭურვილობის და ჩაცმის სპეციფიკის გამო"
ადვოკატი: სად გეწერათ ნომერი?
მოწმე: ინდივიდუალურია, ავთანდილ მამალაძემ მომანიჭა, როცა ეკიპირება ეძლევა მაშინ ეწერებათ ნორმები, ჩაფხუტზე ნომერი მაწერია, ოღონდ ჩიგნიდან.
სპეცრაზმელის თქმით, ჩაფხუტის შუშა არ არის დაბურული, გამჭვირვალეა, მაგრამ „ჩაფხუტის შიგნით უკეთიათ აირწინაღი, რომელიც ფარავს მხედველობას".
ისევ აჯამებს ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი მისი დაკითხვის შედეგებს: „არ გაცნობიხართ საქმის მასალებს, არ იცით, ვინმეს თუ აქვთ პიროტექნიკის სროლის ბრალი... " და კითხულობს:
გიორგი ტერიშვილს იცნობთ? მას ფოიერვერკის გასროლას არ ედავებიან, თქვენთვის ცნობილია, რომ არ ედავებიან?
[პროკურატურის აცილება, თქვა, რომ არ ახსოვსო]
ადვოკატი: ... ამის მიუხედავად თქვენ ჩემს კოლეგას უთხარით, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება პრეტენზია მექნებაო...თუ დადასტურდება ბრალი, რომ არც ერთი პოლიციელი არ დაუზიანებია ამ 11 პირს, თქვენ ხომ პრეტენზია არ გექნებათ?
[პროკურორი აცილებას ითხოვს]
მოწმე სპეცრაზმელი იგივეს იმეორებს, თუ დაუდასტურდებათ ჯგუფური ძალადობაო.. მე ინდივიდუალურად არავისთან პრეტენზია არ მაქვსო.
„თქვენ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზე ხართ დანაშაულად ცნობილი თუ ჯგუფურზე?", - კითხულობს ადვოკატი, მოწმე პასუხობს, რომ „ჯგუფურზე".
ადვოკატი კითხვას უბრუნებს, რომ გითხრათ, რომ მუხლი ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულიაო?
[მოსამართლე აჩერებს, მოწმე პასუხობს იმას, რაც იცისო].
გდდ-ს თანამშრომელი ამბობს, რომ სპეცრაზმელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა არ დაუნახავს და „როგორც პოლიციელი გმობს ყველანაირ ძალადობას".
ადვოკატი რამდენჯერმე უმეორებს სპეცრაზმელს კითხვას, ვინ იძლეოდა ბრძანებებს. მოწმე ჩამოთვლის მის ხელმძღვანელებს და უშუალო ხელმძღვანელს, ავთანდილ მამალაძეს თუმცა ამბობს, რომ არ იცის, ვის შეიძლება გაეცა ბრძანება ან იყო თუ არა ბრძანების გამცემი მისი უშუალო ხელმძღვანელი.
„ჩვენს უკან იდგნენ პირები, რომლებსაც ჰქონდათ რადიო კავშირი და გასცემდნენ ბრძანებებს... ახლოს ვიყავი რადიოკავშირთან და მესმოდა... არ ვიცი [ვინ გადმოსცემდა] ხმაზე ვერ ვიცანი...რადიოკავშირის ხმით შეიძლება ვერ ვიცნო, თან ხმაური იყო...]
ადვოკატი: რადიოკავშირი ვის ეკავა?
მოწმე: არ ვიცი
ადვოკატი: რადიოკავშირზე ვინ იყო კონტაქტზე თქვენ უშუალო ხელმძღვანელი არ იცით?
მოწმე: არა
ადვოკატი: ვინ გასცემდა ბრძანებებს არ იცით?
მოწმე: არა
ადვოკატი: რა მოწყობილობაა რადიოკავშირი?
მოწმე: ხელის რადიოსადგური
ადვოკატი: იქ ყვირილი იყო გესროდნენ ყველაფერს..
მოწმე: აქციამდე მივიღეთ ჩვენ [ბრძანება - რ.თ.] მივიღეთ მითითება, დავიწყეთ მოძრაობა, სხვა მითითება აღარ ყოფილა
ადვოკატი; თქვენი ყველა მოძრაობა იყო თვითნებული?
მოწმე: თვითნებული არა, ჩვენ ვიცით, რა უნდა ქნათ
ადვოკატი: როცა დაიძარით, მას შემდეგ მიიღეთ თუ არა რაიმე ბრძანება, სამსაათნახევრის განმავლობაში[დაზიანებამდე - რ.თ] არ მიგიღიათ მითითება უფროსისგან?
მოწმე: იქ რამდენი კადრი იყო არ ვიცი ვინ იყვნენ, თუნდაც ის, რომ სისწორე ხაზის...
ადვოკატი: სამსაათნახევრის განმავლობაში მიიღეთ თუ არა ბრძანებას?
მოწმე: მითითებას ვიღებდით გადანაწილებაზე
ადვოკატი: ვისგან?
მოწმე: არ ვიცი ხომ გითხარით.. ხმით გამოცდობა არ შემიძლია
ადვოკატი: შესაბამისად არ იცით, ვინც გაძლევდათ მითითებას, იყო თუ არა თქვენი ხელმძღვანელი, ხომ ასეა?
[უკვე გასცა პასუხიო ამბობენ პროკურორები და მოსამართლე. ირაკლი ჩომახაშვილი დაკითხვას ასრულებს].
კითხვებს სვამს შოთა თუთბერიძე. მოწმემ მას დაუდასტურა, რომ მისი დანაყოფი საბრძოლოა და საოკუპაციო ხაზთან პატრულირებენ. ადვოკატი ეკითხება, სხეულის რა ნაწილს იფარავდა ფარით. „სხეულის წინა ნაწილსო“, ასეთია პასუხი.
„სროლის დროს ფარი გაიხსნა, ჯაჭვი გაიხსნა ფარი-ფარს [აზუსტებს]...", - ამბობს მოწმე.
ფეიერვერკი რომ იყო რა იცითო, კითხულობს ადვოკატი. აფეთქდა ეგრევე, რომ მომხვდაო, პასუხობს სპეცრაზმელი.
„წყლის ჭავლის მანქანა გამოვიდა იმიტომ, რომ ჩაექრო ცეცხლი“, - ამბობს კვირიკაშვილი დამატებით.
ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ეკითხება, თუ ხედავდა როგორ გამორბოდნენ აღჭურვილობის გარეშე სამართალდამცველები დემონსტრანტების მიმართულებით და ძალადობდნენ. მას არც ამ სცენის ამსახველი ვიდეოები უნახავს.
დაშლის ბრძანება ვინ გასცა?
- დემონსტრაციას არავინ შლის, ეს არის მართლწესრიგის აღდგენაა
- თქვენთვის არის ეგრე, ჩემთვის დაშლაა, კანონისმიერი ტერმინია
- მართლწესრიგის აღდგენა, აქციის დაშლის გარეშე ხდება?
[პროკურორი იცილებს]
„მართლწესრიგის აღდგენის ბრძანება ვინ გასცა, ჩემთვის არ არის ცნობილი", - ამბობს სპეცრაზმელი.
ფორუმი