განახლდა სხდომა. იკითხება მოწმე, ილია ქვათაძე, მას დაზარალებულის სტატუსი აქვს, დაკითხულია მეორე ჯგუფური ძალადობის საქმეზეც
ილია ქვათაძე, გდდ-ს თანამშრომელია, ის ამბობს, რომ მისი მოვალეობა სახანძრო და სამაშველო უსაფრთხოება უზრუნველყოფს.
მისი თქმით, 28 ნოემბრიდან ორი დეკებრის ჩათვლით იყო პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე და „იქ იცავდა სახანძრო უსაფრთხოებას". მოწმე ამბობს, რომ ორ დეკემბერს დაზიანდა.
ის ამბობს, რომ მისვლისას მას აქციაზე მშვიდი გარემო დახვდა, ხოლო „მალევე მონაწილეები ძალადობრივ ქმედებებზე გადავიდნენ“. მისი თქმით, აგრესიული ჯგუფები ისროდნენ ნივთებს.
ქვათაძის თქმით 2 დეკემბერს თავში მოხვდა ქვა. მისი თქმით ამ დროს მას სამსახურეობრივი ტანისამოსი ეცვა.
პროკურორმა, ვახტანგ ცალუღელაშვილმა მოწმის დაკითხვა დაასრულა. ის დღეს მარტოა, ვაჟა თოდუა სხდომას არ ესწრება.
კითხვებს სვამს გუჯა ავსაჯანიშვილი. მას აინტერესებს, აქვს თუ არა მას პრეტენზია იმ ბრალდებულებთან, რომლებსაც 2 დეკემბერს არ ედავებიან?
მოწმე ამბობს: „თუ ჯგუფურობა დამტკიცდება, კი მექნება მის მიმართ პრეტენზიებიო". დაზარალებული გდდ-ს თანამშრომელი ამბობს, რომ ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია.
ფორუმი