13:47 - ნინო სახელაშვილმა სხდომა გახსნა - მან თქვა, რომ დღეს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვაა.
13:45 - სხდომათა დარბაზში შემოვიდა მოსამართლე ნინო სახელაშვილი. მანდატურის თანამშრომლებმა სხდომაზე დამსწრეებს სთხოვეს ფეხზე ადგომით მის მიმართ პატივისცემა გამოეხატათ - „ელემენტარული პატივისცემაა“.
13:44 - დარბაზში შემოიყვანეს მზია ამაღლობელი. ამ დროს დამსწრეებმა დაიწყეს შეძახილები - „თავისუფლება მზიას“, „მზია, გვიყვარხარ“. მზია ამაღლობელმა მათ კოცნა გაუგზავნა.
13:37 - სხდომათა დარბაზში ეზოდან ისმის შეძახილები: „მზია გვიყვარხარ“, „ბოლომდე“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.
ფორუმი