სასამართლოს ფოიეში უკვე ხალხია შეკრებილი - ჯერ არ იციან, რამდენი მათგანი შეძლებს სხდომაზე დასწრებას. დარბაზი 50 ადამიანს იტევს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან უკვე მობილიზებულია პოლიცია.
სასამართლოში ელიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც. ის ესწრებოდა წინა სხდომებსაც - როცა მხარეებმა დასკვნითი სიტყვები თქვეს.
მზია ამაღლობელი უკვე ჩამოიყვანეს ბათუმში. მის მხარდასაჭერად სასამართლოს ფოიეში ისმოდა შეძახილები - “თავისუფლება მზიას”.
ფორუმი