სხდომათა დარბაზში შემოდის პროკურორი, შმაგი გობეჯიშვილი. ის არის გიორგი ახობაძის საქმის პროკურორი. მან გუშინ, შეიძლება ითქვას, საქმე წააგო.
„შმაგი, როგორ ხართ?", - მოიკითხა დარბაზიდან ერთ-ერთმა დამსწრემ.
„მიცნობთ?", - გამოეპასუხა პროკურორი
„მთელი საქართველო გიცნობთ, ბატონო შმაგი...დაგტოვეს პირში წყალგამოვლებული?", - დარბაზში სიცილია.
პროკურორი, შმაგი გობეშვილი თავის ლეპტოპს მოწმის დაკითხვისა და დასკვნითი სიტყვისთვის ამზადებს, ასწორებს ფურცლებს, ბლოკნოტებს, შუბლზე თმის ქვეშ ოფლიც მოიწმინდა. ჩართო და გამორთო მიკროფონი, ახლოს მიიტანა... პერიოდულად იღიმის... ცხვირზე სათვალეს საჩვენებელი თითით ისწორებს. პიჯაკსა და პერანგს შორის საყელოს ერთი თავი ზევით აწეული აქვს....
სხდომა დაიწყო....
პროკურორი ისევ ოფლს იწმენდს ახლა უკვე მთელ სახეზე...
გრძელდება ანტონ ჩეჩინის დაკითხვა. მას კითხვებს ისევ დაცვის მხარე უსვამს. ბრალდებულს ერთი მანდატური ახლავს, ისევ გამოყავთ შუშის კაბინიდან და მოწმის ტრიბუნასთან აყენებენ.
ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე ჩეჩინის ჩხრეკასა და დაკავებაზე დეტალებს აზუსტებს, მაგალითად სად მიდიოდა, რამდენ მეტრში გააჩერეს...მას აინტერესებს რაში გამოიხატა მუქარა პოლიციელების მხრიდან, რაზეც ანტონ ჩეჩინმა წინა სხდომაზეც ისაუბრა.
„ციხეში ჩასმით მემუქრებონენ", - თქვა ჩეჩინმა. ის ამბობს, რომ თარჯიმანი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით ნეიტრალური მოწმეა, ამ დროს ბრალდებულთან არ იყო.
ანტონ ჩეჩინი ამბობს, რომ ნარკოტიკების პაკეტს, რომელიც მის წინ პოლიციელებმა დააწყეს, თავად არ შეხებია.
„მაშინ როგორ შეიძლება მომხვდარიყო თქვენი დნმ-ი ამ პაკეტებზე", - დაისვა კითხვა.
ანტონ ჩეჩინს რამდენიმე ვერსია აქვს: „შეიძლება დაახველა“, ან „განყოფილებაში პირში ხელი რომ გამოუსვეს“ მაშინ გადაიტანეს „მოტყუებით".
ანტონ ჩეჩინის თქმით, პოლიციას მისთვის დაკავებისას უფლებები არ განუმარტიათ
ფორუმი