Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ანტონ ჩეჩინის საქმეს თბლისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განიხილავს
ანტონ ჩეჩინის საქმეს თბლისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განიხილავს

ანტონ ჩეჩინის საქმე - ლაივბლოგი (07/08/2025)

გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენის შემდეგ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეებზე ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. დღეს დასრულდება ჩეჩინის დაკითხვა და დასკვნით სიტყვას იტყვის - შმაგი გობეჯიშვილი. ის იყო ახობაძის პროკურორიც. ლაივბლოგზე მუშაობს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

11:38 7.8.2025

კითხვების დასმას იწყებს პროკურორი, ანტონ ჩეჩინი. ის აზუსტებს ანტონ ჩეჩინის გადაადგილების ტრაექტორიას სადარბაზოდან გამოსვლიდან შემდეგ და ეკითხება ბრალდებულს: „თქვენ მეორე სადარბაზო, სადაც გაიარეთ, ბუნებრივად უნდა გაგევლოთ?".

უდასტურებს ანტონ ჩეჩინი. პროკურორის კითხვაზე, როდის უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ, მანქანაში უთხრეს.

„თქვენ თქვით, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, როცა გაგაჩერეს", სად გითხრეს ეს, რა ადგილას?", -სვამს კითხვას პროკურორი.

„სადაც დამაკავეს, იმ ადგილას", - პასუხობს ჩეჩინი.

პროკურორი: „თვითონ თუ დაინტერესდით ვინები იყვნენ, როცა ეს გითხრეს? კითხვა დაუსვით?"

ბრალდებული: „კი, მაგრამ თარჯიმნის გარეშე ვერ გადავთარგმნიდი მოწმობას"

პროკურორი: „აააა, მოწმობები ეჭირათ?"

ბრალდებული: „ქუჩაში არ მაჩვენეს მანქანაში ერთმა ადამიანმა მანახა, მე ვუთხარი, რომ არაფერი მესმოდა".

პროკურორი: „არ კითხეთ, რა ნარკოტიკები, რა უნდოდათ?"

ბრალდებული: „მე ვიცოდი, რომ ეს აქციებთან დაკავშირებული იყო"

პროკურორი: „ანუ იცოდით, რომ პოლიციელები იყვნენ“

ბრალდებული: „ვივარაუდე".

შმაგი გობეჯიშვილს პასუხობს ანტონ ჩეჩინი, რომ პოლიციის მანქანაში „თავისი ნებით ჩაჯდა“. „თუ არ გქონდათ ნარკოტიკი და არ იცოდით ვინ იყვნენ, რატომ ჩაჯექით მანქანაში?"

ჩეჩინი პასუხობს, რომ „არაფერი ჰქონდა დასამალი".

პროკურორი: თქვენი ინიციატივით ჩაჯექით, თუ პოლიციამ ჩაგაჯინათ?

ადვოკატს შუამდგომლობა აქვს, რომ ჩეჩინმა უკვე თქვა: „მას მიუახლოვდნენ პოლიციელები, ხელი მოკიდეს და ჩასვეს მანქანაში".

პროკურორის თქმით, ახლა ამბობს ჩეჩინი, რომ „თავისი ნებით ჩაჯდა მანქანაში“ და კითხვას სვამს: „ეს ერთი და იგივეა?".

[ჩეჩინი საუბრობს რუსულად, მის მონათხრობს თარგმნის თარჯიმანი]

„მომკიდეს ხელი და მე თვითონ ჩავჯექი მანქანაში, ხომ არ უნდა გავქცეულიყავი?", - საბოლოოდ ასე პასუხობს ჩეჩინი.

პროკურორს აინტერესებს, მოითხოვა თუ არა ადვოკატი ანტონ ჩეჩინმა.

ჩეჩინი პასუხობს, რომ არ ჰყავდა ადვოკატი, „ეგონა შეამოწმებდნენ და გაუშვებდნენ".

„ანუ არ მოუთხოვია", - პასუხობს პროკურორი.

ანტონ ჩეჩინის თქმით, არ ენდობა სახაზინო ადვოკატებს და არ მოითხოვია. საბოლოოდ მისი პასუხია, რომ ადვოკატი არ მოუთხოვია.

პროკურორს აინტერესებს, ხელი შეუშალეს თუ არა პოლიციელებმა დარეკვაში, მაგალითად ახლობელთან. ანტონ ჩეჩინი ამბობს, რომ ტელეფონს არ აძლევდნენ.

11:42 7.8.2025

შმაგი გობეჯიშვილი ისევ ადვოკატის მოთხოვნისა და ოჯახის წევრებთან დაკავშირების მოთხოვნაზე ეკითხება ჩეჩინის. ბრალდებული ამბობს, რომ ადვოკატი არ მოუთხოვია „სახაზინოს მოიყვანდნე და აზრი არ ჰქონდა". თუმცა მოითხოვა ახლობელთან დარეკვა, „ტელეფონს არ აძლევდნენ".

პროკურორი ისევ ავტომობილში ჩხრეკის ეპიზოდს უბრუნდება. „როცა ნარკოტიკული საშუალება ამოგიღეს, ამის შემდეგ თუ გადმოხვედით მანქანიდან?"

ჩეჩინი ამბობს, რომ „არა“.

11:44 7.8.2025

„რა ენაზე გესაუბრებოდნენ პოლიციელები?", - ეკითხება შმაგი გობეჯიშვილი ბრალდებულ, ანტონ ჩეჩინს. ის პასუხობს, რომ „რუსულად".

„ანუ ყველაფერი გასაგები იყო“, - ასკვნის პროკურორი.

11:48 7.8.2025

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია, თხოვს ბრალდებულს დააზუსტოს ქურთუკი როგორ გაიხადა მანქანაში. ამაზე ჩეჩინი პასუხობს: „იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ვიყავი მოვითხოვე გარეთ გადავსულიყავი და ისე გამეხადა ქურთუკი, თუმცა ამის ნება არ დამრთეს და მომიწია მანქანაში გამეხადა".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG