მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ გავიდა. ის განაჩენს დღესვე გამოაცხადებს.
დავით ლომიძე ამბობს: „ჩემი სათქმელი არის ის, რომ სასამართლომ ობიექტურად განიხილოს ჩვენი საქმე, მიიღოს გადაწყვეტილება ის, რაც იქნება სამართლიანი, თავს ვთვლი უდანაშაულოდ"
გააგრძელა თემურ ზასოხაშვილმა: „ანალოგიურად, მეც თავს ვთვლი უდანაშაულოდ".
ბრალდებულები ესალმებიან დამსწრეებს, ხელს ართმევენ ადვოკატებს. მათ თან ახლავთ ოთხი ბადრაგი
სხდომა გაიხსნა. შემოყავთ ბრალდებულები, ორივე ესწრება სხდომას. დავით ლომიძეს გუშინ მაღალი სიცხე ჰქონდა, მაგრამ მაინც მოვიდა.
ფორუმი