Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან
დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან

ლომიძისა და ზასოხაშვილის საქმე - ლაივბლოგი (08/08/2025)

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო სხდომა ბრალდებულების საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო. ამის შემდეგ მხოლოდ განაჩენის გამოცხადება რჩება. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს. სხდომას აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

14:35 8.8.2025

განაჩენის გამოცხადების დღეს თემურ ზასოხაშვილს დაბადების დღე ჰქონდა.

14:03 8.8.2025

„თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ შეწყალება", - ამ ფრაზით დაასრულა სხდომა გალუსტაშვილმა.

დარბაზიდან მხარდამჭერი შეძახილებია. „ყველაფერი კარგად იქნება იმაზე კარგად, ვიდრე გალუსტაშვილს ჰგონია"

14:02 8.8.2025

მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა თემურ ზასოხაშვილი და დავით ლომიძე დამნაშავედ ცნო და განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით.

13:55 8.8.2025

ნინო გალუსტაშვილი ბრუნდება სხდომათა დარბაზში. მანდატურები დარბაზის მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში განლაგდნენ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG