დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო მეორე დარბაზში იმართება. დამსწრეები უკვე სხდომათა დარბაზში არიან, არც ერთი სკამი აღარაა თავისუფალი. დარბაზის მარჯვენა მხარეს დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები განლაგდნენ.
პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი უკვე სხდომათა დარბაზშია. ადვოკატი, დიმიტრი ვარდიაშვილი ესაუბრება მას. ველოდებით მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს. მისი მოსვლის შემდეგ შემოიყვანენ ბრალდებულებსაც.
სხდომა 13:00-ზე იყო ჩანიშნული, თუმცა უკვე 20 წუთია არ იწყება. მხარეები თემურ ზასოხაშვილის ადვოკატს, ირაკლი აბსნაძეს ელოდებიან.
ადვოკატი მოვიდა, ახლა მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილს ველით. მხარეებს აქვთ მოლოდინი, რომ ის განაჩენს დღესვე გამოაცხადებს.
ფორუმი