Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასკვნითი სხდომა ანატოლი გიგაურის საქმე - ლაივბლოგი (12/08/2025)

დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის ბრალდებული გიგაური, ადვოკატის ცნობით, გადაწყვეტილება დღესვე გამოცხადდება. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. საქმის მასალებში დევს ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ურტყამს სახეში პირველად ანატოლი გიგაურს პოლიციელი. მას თავიდან ქუდიც კი ძვრება.

10:46 12.8.2025

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია აცხადებს გადაწყვეტილებას.

„დეტალურად შევისწავლეთ მტკიცებულებები... წამყვანი და მთავარი მტკიცებულება არის ვიდეოჩანაწერი, რომლის ინტერპრეტაციაც მხარეემა მოახდინეს და სასამართლომ შეაფასა. ასევე განიხილა აუცილებელი მოგერიების საკითხი, შეაფასა ქმედება სამართლებრივად".

10:43 12.8.2025

„პოლიტიკური იყო ჩემი დაკავება და ჩემი დაკავებაც პოლიტიკური იქნება, აქ არაფერ შუაში არ არის სამართალი და სამართლიანობა", - ამბობს გიგაური.

10:42 12.8.2025

ის იწყებს საუბარს მოწმე პოლიციელებზე და ამბობს, რომ ერთ-ერთ მათგანს ჰკითხა, რას აკეთებდნენ, როცა მისი უფლებები ირღვეოდა, პასუხად მიიღო, რომ პოლიციელების მხრიდან დანაშაულებს სხვა უწყება იძიებს.

ანატოლი გიგაურის თქმით, მოწმედ მოყვანილმა პოლიციელებმა მოიტყუეს.

„მოიყვანეს გამომძიებელი, რომელმაც თქვა, რომ გიგაურმა გამოიყენა დუმილის უფლება...და მერე თურმე მოვუყევი, როგორ დამიზიანდა ეს, სად მივიღე, როგორ მივიღე[საუბრობს დაკავების დროს განხორციელებულ ძალადობაზე]".

„მოიყვანეს პოლიციელი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და თქვა, რომ კადრი სადაც მე პოლიციელი ხელს მარტყამს ვერ დაინახა".

„კაცმა რომელმაც მაწამა, მუშტები თავში მირტყა და ტვინის შერყევა დამმართა იმაზე მეუბნებით დაზარალებულია და ამის მერე უნდა თქვათ, რომ არსებობს სიტყვა სამართლიანობა და ის არის დაზარალებული? მე დამესხა თავს, მეორედ მე დამესხნენ თავს, მესამედ მე მაწამეს და 9 თვეა ციხეში გყევართ და მე უნდა დამიწყოთ ლაპარაკი სამართალზე? სად არის სამართალი, ვნახოთ რა სამართალს გამოიტანთ.... გაბუნია მირტყამს სახეში, მე ვაკავებ მას იდენტიფიცირების მიზნით, კამერებთან შემომყავს და ის იგინება და დარტყმას ცდილობს, ვიცოდი, რომ პროვოკატორი იყო და მოვიშორე, სად ნახეთ თავდასხმა, რისთვის მამყოფებთ ციხეში? მე ვიცი რისთვისაც, ვიბრძოლებ ბოლომდე, არ არსებობს ციხე, ჩემმა მეგობრებმა გვაჩვენეს რას ნიშნას ბრძოლა ბოლომდე,,,, ახლა როგორც შემეძლება ბოლომდე ვიბრძოლებ ვნახოთ ვისი გავა... ვნახოთ სადამდე მივა ეს ყველაფერი.. მუნდირის უკან მუწუკები არიან ამოფარებულები, რომლებიც ჩირქს სხდებენ მუნდირს, სახელმწიფოს... რაც გინდათ ის გიქნიათ, მე კარგს არაფერს ველოდებით თქვენგან...

ეს ჩემთვის სკოლასავით იყო...

,,, ცდილობთ იმედი ჩამისახოთ და ამ იმედზე უფრო მეტი იმედგაცრუება დაამატოთ[გულისხმობს სხდომების გადადებას]".

ანატოლი გიგაური ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და მისი იდეისთვის იბრძვის და ამიტომ იცის, რას ემსახურება მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები.

10:42 12.8.2025

სხდომა დაიწყო ანატოლი გიგაურის საბოლოო სიტყვით.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG