მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია აცხადებს გადაწყვეტილებას.
„დეტალურად შევისწავლეთ მტკიცებულებები... წამყვანი და მთავარი მტკიცებულება არის ვიდეოჩანაწერი, რომლის ინტერპრეტაციაც მხარეემა მოახდინეს და სასამართლომ შეაფასა. ასევე განიხილა აუცილებელი მოგერიების საკითხი, შეაფასა ქმედება სამართლებრივად".
მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ანატოლი გიგაურის ბრალი სს კოდექსის 353 მუხლის პირველ ნაწილზე და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით.
„ორი წელი თქვენ არ იჯდებით მანდ, პასუხს აგებთ ამ მონობისთვის", - თქვა თინა ბოკუჩავამ, რომელიც სხდომას ესწრებოდა.
ასე სჯით ომის ვეტერანებს დიდი მადლობა, უნამუსოები, მოგიბრუნდებათ ეს სამართალი, რისთვის ზის ციხეშია არაფრისთვის - ამბობენ დედა და ცოლი.
ფორუმი