12:56- მოსამართლემ არ დააკმაყოფილა გუჯა ავსაჯანიშვილის შუამდგომლობა, რომ დაეშვათ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რევაზ კიკნაძე სხდომებზე. ნინო გალუსტაშვილის თქმით, რევაზ კიკნაძე შეძლებს მხოლოდ საბოლოო სიტყვების ეტაპზე დაესწროს სხდომას.
12:58 - სხდომა დასრულდა.
12:50 - სასამართლო მსჯელობს დასკვნითი სიტყვების განრიგზე.
სასამართლო შეთანხმდა, რომ დაცვის მხარე დასკვნით სიტყვებს 26 და 29 აგვისტოს წარმოთქვამს.
12:47 - შესვენების შემდეგ გრძელდება სხდომა. მოსამართლე თხოვს ვალერი თეთრაშვილის ადვოკატს დააფიქსიროს პოზიცია. ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ თანახმაა სასამართლო გადავიდეს დასკვნითი სიტყვების ეტაპზე დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვის შემდეგ.
დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვა დასრულდება მაშინ როდესაც ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი დაასრულებს მოწმეების დაკითხვას.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე ითხოვს განმარტებას, რა პრაქტიკა არსებობს უდავოდ ცნობილი მოწმის გამოკითხვა/არგამოკითხვასთან დაკავშირებით და მაგალითად მოჰყავს იგივე მოსამართლის გადაწყვეტილება ბრალდებულ დავით ხომერიკის საქმეზე, როცა დაცვის მხარემ ბრალდების მტკიცებული უდაოდ ცნო, მაგრამ ნინო გალუსტაშვილმა მაინც გამოიკვლია.
მოსამართლე მკაფიო განმარტებას არ აკეთებს. გამოცხადდა ტექნიკური შესვენება. ირმა ჭკადუამ უნდა გაარკვიოს დაკითხავს თუ არა თავის დაცვის ქვეშ მყოფს.
ფორუმი