სხდომათა დარბაზი დამსწრეებითაა სავსე. დაკავებულების ოჯახის წევრები დარბაზის მარჯვენა კუთხეში არიან შეგროვილები ჯგუფად, ელოდებიან, როდის შემოიყვანენ მათ ქმარს, შვილს, ძმას თუ მეგობარს. შემოდის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. ოჯახის წევრებს მოუწოდებენ ადგილები დაიკავონ. ამის შემდეგ შემოდიან ბრალდებულებიც.
რამდენიმეწამიანი შედარებით ახლო კონტაქტი ვერ შედგა.
ფეხზე დგება პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი და ამბობს, რომ დაცვის მხარის მოწმეებს უდაოდ ხდის. ასეთ დროს ერთიანი მიდგომა არ არსებობს. არსებობს შემთხვევები, როცა მოწმეებ მოსამართლე მაინც კითხავს, არის შემთხვევები - როცა უდაოდ ცნობის შემთხვევაში, ისინი არ იკითხებიან.
ორგანიზებულ ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დამკვიდრდა პრაქტიკა, რომ უდაოდ ცნობა ავტომატურად ნიშნავს, რომ მოწმეები აღარ დაიკითხებიან, მტკიცებულებებს აღარ გამოიკვლევენ.
მხოლოდ გუჯა ავსაჯანიშვილმა ითხოვა დრო, ორი მოწმის ჩახსნაზე კონსულტაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფთან და პროკურორთან კიდევ ერთხელ გაიაროს.
ჯგუფური ძალადობის ამ საქმეზე არც ერთი ბრალდებული არ დაიკითხება. ამის შესახებ ინფორმაცია მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილს ადვოკატებმა დაუდასტურეს.
გუჯა ავსაჯანიშვილს სურს, რომ პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა მომდევნო სხდომაზე წარმოთქვას. ვახტანგ ცალუღელაშვილი ამბობს, რომ ვერ მოასწრებს.
ამას გარდა, ირმა ჭკადუა არკვევს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან, ვალერი თეთრაშვილთან, სურს თუ არა მას დაიკითხოს სასამართლოს წინაშე.
ფორუმი