Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა (ლაივბლოგი) (12/08/2025)

დაკავებული თერთმეტი დემონსტრანტის საქმეზე გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა... ადვოკატებს მოწმეები ჰყავთ მოყვანილი. თუ პროკურორები ამ მოწმეებს უდაოდ ცნობენ აღარ დაიკითხებიან - დღეს გავიგებთ რა პოზიცია აქვთ მათ. სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

12:46 12.8.2025

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ითხოვს განმარტებას, რა პრაქტიკა არსებობს უდავოდ ცნობილი მოწმის გამოკითხვა/არგამოკითხვასთან დაკავშირებით და მაგალითად მოჰყავს იგივე მოსამართლის გადაწყვეტილება ბრალდებულ დავით ხომერიკის საქმეზე, როცა დაცვის მხარემ ბრალდების მტკიცებული უდაოდ ცნო, მაგრამ ნინო გალუსტაშვილმა მაინც გამოიკვლია.

მოსამართლე მკაფიო განმარტებას არ აკეთებს. გამოცხადდა ტექნიკური შესვენება. ირმა ჭკადუამ უნდა გაარკვიოს დაკითხავს თუ არა თავის დაცვის ქვეშ მყოფს.

12:54 12.8.2025

12:47 - შესვენების შემდეგ გრძელდება სხდომა. მოსამართლე თხოვს ვალერი თეთრაშვილის ადვოკატს დააფიქსიროს პოზიცია. ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ თანახმაა სასამართლო გადავიდეს დასკვნითი სიტყვების ეტაპზე დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვის შემდეგ.

დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვა დასრულდება მაშინ როდესაც ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი დაასრულებს მოწმეების დაკითხვას.

12:55 12.8.2025

12:50 - სასამართლო მსჯელობს დასკვნითი სიტყვების განრიგზე.
სასამართლო შეთანხმდა, რომ დაცვის მხარე დასკვნით სიტყვებს 26 და 29 აგვისტოს წარმოთქვამს.

13:00 12.8.2025

12:56- მოსამართლემ არ დააკმაყოფილა გუჯა ავსაჯანიშვილის შუამდგომლობა, რომ დაეშვათ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რევაზ კიკნაძე სხდომებზე. ნინო გალუსტაშვილის თქმით, რევაზ კიკნაძე შეძლებს მხოლოდ საბოლოო სიტყვების ეტაპზე დაესწროს სხდომას.

12:58 - სხდომა დასრულდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG