სხდომათა დარბაზი დამსწრეებისთვის გაიღო. მხარეები მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილს ელოდებიან.
დასკვნით სიტყვას ამბობს ბრალდებულების ადვოკატი, დარია სამოდუროვა.
ადვოკატის, დარია სამოდუროვას დასკვნითი სიტყვის პირველი ორი აბზაცი ეძღვნება მტკიცებას, რომ საქმე პოლიტიკურია, ბრალდებულები კი უკანონო პატიმრები:
„მივესალმები ბრალდების მხარეს, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას! დადგა ის დღე, როდესაც დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მყარი არგუმეტაციით დავამტკიცოთ ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის უდანაშაულობა.
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბული სისხლის სამართლის საქმე არ არის სტანდარტული სისხლის სამართლის საქმე. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და მიზანმიმართულად „შეკერილი საქმეა“.
ადვოკატი: „ახალგაზრდა წყვილის მომავლის გეგმები, დიქტატურისგან შორს ლათინურ ამერიკაში გამგზავრება და ოჯახის შექმნა, დაიმსხვრა X პიროვნების ნებასურვილისამებრ. 2024 წლის 17 დეკემბერს არტემ გრიბულის და ანასტასია ზინოვკინას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 8 თვე და 13 დღე უცხო მიწაზე და უცხო გარემოში, ოჯახებისგან შორს გისოსებს მიღმა, იბრძვიან სამართლიანობისთვის და მე მჯერა რომ ადრე თუ გვიან, საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ისინი იპოვიან სამართალს".
ფორუმი