ადვოკატი მოკლედ უყვება მოსამართლეს ბრალდებულების პიროვნებისა და რუსეთში მათი სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ.
„ანასტასია ზინოვკინა, რუსეთში მოღვაწე აქტივისტი და ოპოზიციონერი. 16 წლის ასაკიდან, ღიად ებრძოდა დიქტატურას რუსეთში. რუსეთის ფედერაციაში ის არაერთხელ დაუკავებიათ ადმინისტრაციული წესით, გამართულ საპროტესტო აქციებზე. ანასტასია ზინოვკინა რუსეთის ფედერაციაში იყო ოპოზიციონერი დეპუტატის თანაშემწე, მუსაობდა სახელმწიფო დუმაში. საქართველოში ანასტასია ზინოვკინა ჩამოვიდან 2024 წლის ოქტომბერში თავის საყვარელ ადამიანთან არტემ გრიბულთან ერთად".
არტემ გრიბულის შესახებ: „არტემ გრიბული, აქტივისტი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი. ის უშიშრად და ღიად აფიქსირებდა თავის სამოქალაქო პოზიციას რუსეთში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებისადმი. ის მონაწილეობდა არაერთ საპროტესტო აქციაში მათ შორის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციებში, იყო დამკვირვებელი არჩევნებზე, სადაც მის თვალწინ მოიპარეს არჩევნები. არტემ გრიბულმა ანასტასია ზინოვკინა გაიცნო სომხეთში, ალექსეი ნავალნის მკვლელობის შემდეგ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაზე".
საქართველოში: „საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა არ დარჩნენ გულგრილები განვითარებული პოლიტიკური მოვლენებისადმი. ისინი გავიდნენ აქციებზე. დაკავების შემდეგ ორივეს გასაგებად და ხაზგასმით უთხრეს რომ სწორედ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო არიან დაკავებულები. ცკპდ-ს თანამშრომლებს ასევე ჰქონდათ ვარაუდი რომ ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული არიან საპროტესტო აქციების ორგანიზატორები. ალბათ გუგლში მათ შესახებ ამოკითხული ინფორმაციით ხელმძღვანელობდნენ. თუმცა ზინოვკინამაც და გრიბულმაც გასაგებად აუხსნეს რომ არ იციან ქართული ენა და ენის ბარიერით შეუძლებელია საქართველოში საპროტესტო აქციის დაორგანიზება".
ადვოკატი ამბობს,რომ სანამ საქმის შინაარსობრივად განხილვას დაიწყებს, სასამართლოს ყურადღება უნდა გაამახვილებინოს „იმ დაუშვებელ მტკიცებულებებზე, რაც კანონის არსებითი დარღვებით საგამოძიებო უწყების მიერ არის მოპოვებული და შედგენილი".
ფორუმი