14:11 - სხდომათა დარბაზი გაიხსნა. დარბაზი სავსეა. საკუთარი ადგილები დაიკავეს პროკურორმა გიორგი გოგოლაძემ და ზვიად რატიანის ადვოკატებმა, მარიამ პატარიძემ და ქეთი ჩუთლაშვილმა. ზვიად რატიანი ჯერ არ შემოუყვანიათ ბადრაგებს.
14:07 ზვიად რატიანი ადვოკატის, მარიამ პატარიძის თქმით, დღეს პროკურორმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას.
14:04 - წუთიწუთზე უნდა დაიწყოს პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო სხდომა. დღეს სხდომა მესამე დარბაზში იმართება. დარბაზის მიმდებარედ უკვე შეკრებილები არიან ზვიად რატიანის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, მწერლები, პოეტები, სახელოვნებო დარგის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. დარბაზში უკვე შევიდა ზვიად რატიანის ადვოკატი. დანარჩენები დარბაზის კარის გახსნას ბარიერს აქეთ ველოდებით.
ფორუმი