15 სექტემბერს, თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან პარლამენტისკენ მიმავალ საპროტესტო მარშს ბესიკის ქუჩის კუთხესთან რამდენიმე ახალგაზრდა გინებით დახვდა - მათგან ერთს რამდენიმე წუთში ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოჩნდა.
პოლიცია თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო გამაგრებული კაფეში, სადაც ჟურნალისტმა და მორაგბემ, ლევან ჯობავამ, არასრულწლოვან შეიარაღებულ თავდამსხმელს წაართვა იარაღი, რომელსაც მანამდე ის მას უმიზნებდა.
მოგვიანებით შსს-მა გაავრცელა პრესრელიზი, რომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ფლობის გამო დაკავებულია 16 წლის ბიჭი, თავად იარაღი კი შესაძლოა პნევმატური იყოს. ამავე ტექსტში ნათქვამი იყო, რომ დაკავებულმა "მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება".
ვინ დაიცვა აქცია არასრულწლოვანი შეიარაღებული თავდამსხმელისგან?
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
ფორუმი