„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მკაცრად გმობს სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომლითაც ძალაში დარჩა IPI-ს წევრისა და მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირისთვის, მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი საპატიმრო სასჯელი“, - წერია განცხადებაში.
გუშინ, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (ნიკოლოზ მარგველაშვილი, ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე) 2-წლიან პატიმრობაში დატოვა ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი:
- მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას;
- პროკურატურა კი თავდაპირველად წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებულ სასჯელს მოითხოვდა, რომლითაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
მზია ამაღლობელი 12 იანვრის შემდეგ პატიმრობაშია. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ფორუმი