Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი (28/11/2025)

28 ნოემბრის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე სააპელაციო სასამართლოში იწყება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის მუხლით მსჯავრდებული 11 დემონსტრანტის სასამართლო განხილვა. მანამდე მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდნენ და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მუხლი გადააკვალიფიცირა.

13:50 28.11.2025

13:39 - მოსამართლეს გადაეცა გური მირცხულავას წერილი, სადაც წერია, რომ ის არ აპირებს სასამართლოზე მოსვლას და ნდობას უცხადებს მის ადვოკატს ომარ ფურცელაძეს. ადვოკატი დღევანდელ სხდომას ვერ ესწრება.

მოსამართლე განმარტავს, ვინაიდან ვალდებულები ვიყავით პირველი სხდომა ვადაში ჩაგვენიშნა, ვერ შევცვალეთ დღე და საათი, მიუხედავად გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატის თხოვნისა.

13:41 28.11.2025

13:38 - მოსამართლე მსჯავრდებულების ვინაობის დადგენას იწყებს.

ონისე ცხადაძე - „ვარ“, -პასუხობს.

ფაქტობრივი მისამართი? - „გლდანი #8 დაწესებულება“

დაკავებამდე? - „არ მახსოვს, ისე ვაგნებდი“.

13:39 28.11.2025

13:37 - ონისე ცხადაძე ორთქლით ხატავს პატიმრების წინ აღმართულ მინაზე გულს.

13:39 28.11.2025

13:35 - სხდომა გაიხსნა. სხდომის მდივანმა წაიკითხა სხდომაში მონაწილე მხარეების ვინაობა. მხარეებს აცილება არ აქვთ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG