13:30 - მოსამართლე უკვე დარბაზშია, დამსწრეები ელოდებიან, როდის შემოიყვანენ დაკავებულებს.
13:32 - შემოიყვანეს 11-ვე მსჯავრდებული. წინა რიგში ჯანო არჩაიას ოჯახის წევრები სხედან.
„ჩემო სიყვარულო“, - კოცნას უგზავნის შორიდან ნანა სოსელია. სხდომის დაწყებამდე ამბობდა: „ერთი წუთით არ ვყოფილვართ მე და ჩემი ქმარი ერთმანეთის გარეშე 20 წელზე მეტია და ნება რომ მომცენ, ახლაც გავყვებოდი ციხეშიო“.
რეზო კიკნაძეს საქართველოს ნაკრების ზედა აცვია. სხდომას ესწრება ონისე ცხადაძის დედა.
საქალაქო სასამართლოში განხილვებს ის არ დასწრებია.
13:35 - სხდომა გაიხსნა. სხდომის მდივანმა წაიკითხა სხდომაში მონაწილე მხარეების ვინაობა. მხარეებს აცილება არ აქვთ.
13:37 - ონისე ცხადაძე ორთქლით ხატავს პატიმრების წინ აღმართულ მინაზე გულს.
ფორუმი