Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო

4 ოქტომბრის აქციის საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა. ეს საქმე ხუთ ნაწილადაა დაყოფილი, შესაბამისად, ბრალდებულები ხუთი ჯგუფადაა გაყოფილი და სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს.

13:24 15.12.2025

13:20 - ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ „ალექსანდრე ხაბეიშვილს დანაშაული არ ჩაუდენია“.

„ის იბრძვის კოლაბორანტი ხელისუფლების მიერ დიქტატორული რეჟიმის დამყარების წინააღმდეგ და ამას აკეთებს კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში, ეჭვი არ მეპარება თქვენი მხრიდან მიუკერძოელად განხილვის შემთხვევაში შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს“.

13:24 15.12.2025

13:17 - ვახო ფიცხელაურის ადვოკატის ლექსო მერებაშვილის რიგია. ის ამბობს, რომ ფიცხელაურს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, სცხოვრობს გორში, მობილურების ხელოსანია, მისი ბრალდება კი არ ემყარება მტკიცებულებებს.

13:16 15.12.2025

13:05 - შესავალ სიტყვას ამბობს ბრალდებულ აბო ნავერიანის ადვოკატი, დიმიტრი ვარდიაშვილი. ისიც ფიქრობს, რომ საქმეში არ არსებობს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

აბო ნაველიანი
აბო ნაველიანი

ის ამბობს, რომ ამ საქმეში დაზარალებულიც კი არ არსებობს.

„ეს ადამიანები, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, სრულად გამართლეს წარდგენილ ბრალში“.


13:02 15.12.2025

12:56 - შესავალ სიტყვას ამბობს გიორგი მულაძის ადვოკატი, თამარ ენუქიძე.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მტკიცებულებები არ ადასტურებს ბრალს, ბრალდების ვერსია კი ვარაუდებზეა დამყარებული.

მას მიაჩნია, რომ ბრალდება არის ჰიპოთეტური და ვარაუდებზე დაფუძნებული.

გიორგი მულაძის წინააღმდეგ საქმეში რამდენიმე ოქმი დევს მხოლოდ: ჩხრეკის, ამოღების, განჩინება დაკავებაზე და ბრალი. „სხვა არაფერი მოიძებნება, გარდა ვიდეოში, სადაც ის მშვიდად და წყნარად დგას“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG