11:37 - მოსამართლემ დაადგინა ბრალდებულების ვინაობა. სტანდარტული პროცედურაა, ყველა ბრალდებული ასახელებს სახელსა და გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, ფაქტობრივ მისამართს, მოქალაქეობას.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდებულებს საკუთარი უფლებები გააცნო.
11:31 - სხდომას არ ესწრება ვახტანგ ფიცხელაური.
„უარს ვაცხადებ მონაწილეობის მიღებაზე, ნდობას ვუცხადებ ადვოკატს“, - წერია განცხადებაში, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა მოსამართლეს მიაწოდა.
სხდომას არ ესწრება ანტონ უპერი, ის არც დაკავებულია, მისი ადგილსამყოფელი უცნობია მხარეებისთვის, მას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
11:29 - სხდომა მეორე დარბაზში იმართება. ადვოკატების ნაწილისთვის მერხები ჩაამატეს.
11:28 - „ხაბეიშვილი რომელი ხართ?“, - იკითხა მოსამართლემ.
კითხვის ადრესატი გამოეპასუხა.
„გილოცავთ დაბადების დღეს“, - თქვა მჭედლიშვილმა.
ფორუმი