Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო

4 ოქტომბრის აქციის საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა. ეს საქმე ხუთ ნაწილადაა დაყოფილი, შესაბამისად, ბრალდებულები ხუთი ჯგუფადაა გაყოფილი და სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს.

12:11 15.12.2025

11:58 - შესავალ სიტყვას ამბობს პროკურორი ლაშა ცხვიტარია.

„ზოდელავამ, ბურჭულაძე, შაიშმელაშვილმა, ნადირაძემ და სანდერმა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის შესახებ განცხადებები გააკეთეს... საზოგადოების ფართო წრეს მოუწოდეს...“, - აცხადებს პროკურორი და აგრძელებს:

„ირაკლი შაიშმელაშვლი ცდილობდა სამართალდამცავდა დემორალიზებას და მოუწოდებდა არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა, ხელი არ შეეშალათ მოძალადეებისთვის“.

პროკურორის თქმით, ნანა სანდერი აქტიურად ახდენდა ძალადობრივი ჯგუფური ქმედებების ორგანიზების განხორციელებას სოციალურ ქსელში, აგროვებდა ფულად სახსრებს ეკიპირებისთვის. ის მოითხოვდა დაკავებულების გათავისუფლებას და საჯარო უწყებების საჯარო მოსამსახურეებისგან დაცლას წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალადობას აანონსებდა.

ამის შემდეგ პროკურორი აღწერს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შესახებ, მათ შორის ჰყვება აქციაზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შინაარს. ეს აქცია და შემდგომი მოვლენები მედიების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ბრალდების მეორე ეპიზოდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარშემო ვითარდება.

პროკურორის თქმით, ამ საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსები და აქციის არაერთი სხვა მონაწილე შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

„ამ ქმედების მონაწილეები იყვნენ....“ და აქ ჩამოთვლის პროკურორი დღევანდელ ჯგუფში გაერთიანებული ბრალდებულების სახელსა და გვარს. ეს საქმე ხუთ ჯგუფადაა დაყოფილი და ბრალდება სულ 65 ადამიანს აქვს წაყენებული.

ის ინდივიდუალურად არ განიხილავს ბრალდებულების მოქმედებას, არ ამბობს, კონკრეტულად, რა გააკეთა მაგალითად ავთანდილ სურმანიძემ ან გურიელ ქარდავამ.

პროკურორი აცხადებს, რომ „გეგმის ჩავარდნით გაბრაზებულმა მეყანწიშვილმა გადაწყვიტა საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევა და ძალადობრივი მოქმედების ორგანიზება“.

11:54 15.12.2025

11:47 - ბრალდებული ავთანდილ სურმანიძე სთხოვს მოსამართლეს დაინტერესდნენ ციხეში არსებული მდგომარეობით. ის ამბობს, რომ საკნები გადატვირთულია, განურჩევლად ყველა ბრალდებული თუ ნასამართლევი ერთადაა განაწილებული.

„არიან აქ ბრალდებულები #8 საპყრობილეში შიგნით, მოვითხოვ გადაიხედოს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა....

ერთ საკანში ხდება ასეთი ადამიანების მოხარშვა (სხვადასხვა მიზეზებს ასახელებს, მათ შორის ნასამართლევის და ბრალდებულის სტატუსს, ჯანმრთელობის მდგომარეობას... ) არ შეიძლება ყველას ერთ საკანში მოხარჯვა. მე არ შემიძლია გამოვაქვეყნო, ვითხოვ თქვენთან, რომ ამას მიხედონ. ბადრაგი ადამიანია, ფორმაა აცვიათ დასვრილი, ეს ადამიანებისთვის სულში ჩაფურთხებას ნიშნავს. ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა საკნები, ადამიანების ტევა არ არის.

მოსამართლე: „გლობალურ საკითხებზე ვსაუბრობთ, არ მიყვარს, როცა ბრალდებულებს განმარტების საშუალებას არ ვაძლევ, მუდმივად ვცდილობ, ჩემი თხოვნა იქნება ნუ გავცდებით საქმის ფარგლებს".

სურმანიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ახლა შეიტყო მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ წამოჭრილ პრობლემებზე, რეაგირებისთვის, აუცილებლად შეხვდება ავთანდილს და ციხის ადმინისტრაციასშიც მოიკითხავს აღნიშნულს.

11:50 15.12.2025

11:45 - ნანა სანდერი ამბობს, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ: „რა თქმა უნდა, არა და არასდროს“.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი დაკავებული თავს წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მცირედით განსხვავებული პოზიცია აქვს გურიელ ქარდავას. ის ამბობს:

„222-ე მუხლის შეფასებაში შეგვიძლია შევიდეთ, 225-ში საერთოდ არ ვცნობ დამნაშავედ“, - ამბობს გურიელ ქარდავა.

19-222-ე მუხლი - სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;

11:50 15.12.2025

11:41 - დაკავებულ ავთანდილ სურმანიძეს ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

ნანა სანდერს ბრალად ედება მოწოდებები კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება - მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალი ედება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში.

დანარჩენებს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების, ბლოკირების მსჯელობა ჯგუფურად.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG