12:33 - ავთანდილ სურმანიძის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი ამბობს შესავალ სიტყვას.
მისი თქმით, პროტესტის არსებობა არ შეიძლება აღქმული იყოს უსაფუძვლო და აგრესიულ განწყობად.
„ბრალდების მხარე ამბობს, რომ თქვენ ხართ ხელისუფლებისადმი აგრესიულად განწყობილებიო...თავად ხელისუფლებისადმი გულთბილად განწყობილები არიან?ადამიანებს გვაქვს პროტესტი და ეს პროტესტი, რომ არსებობს ხელისუფლებამ იცოდა და იცის ერთ წელს მეტია, გასულის წლის ოქტომბრიდან. ეს ადამიანები ამ პროტესტს გამოხატავდნენ და გამოხატვის ფორმა იყო ხოლმე ერთნაირი - პროტესტი.....
....მშურს მათ ადგილზე რომ არ ვარ, ამ ადამიანებს ისტორია გმირებად შეაფასებს, სწორად შეგვაფასეთ, აგრესიულები კი არა, საღად და პროტესტით განწყობილი ადამიანები გვიწოდეთ... ამ ადამიანებს პოლიტიკურად მოაზროვნეები მოუწოდებდნენ, არ მიეღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში..
ჩვენ მიგგვაჩნია, რომ ამ ხელისუფლებამ არალეგიტიმურად მოიგო 2024 წლის არჩევნები და მისი დანიშნული არჩევნებიც იყო არალეგიტიმური... მრავლობითში იმიტომ ვსაუბრობ, რომ მეც ამ აქციაზე ვიყავი“.
ადვოკატის სიტყვა ეფუძნება მტკიცებას, რომ 4 ოქტომბრის აქცია, მათ შორის პოლიტიკოსების მოწოდებები იყო მშვიდობიანი ხასიათის და რომ „დამცავი საშუალებების ყიდვა არ შეიძლება ძალადობრივი მოქმედების ორგანიზებად ჩაითვალოს, მაგრამ ხომ გამოჩნდა, რომ საჭირო ყოფილა დამცავი საშუალებები,, ისიც კი გავიგეთ, რომ გვწამლავდნენ აქციაზე...“
12:28 - შესავალ სიტყვას ამბობს ნანა სანდერის ადვოკატი, დავით დადიანი.
ის ამბობს: „როცა განაჩენი დადგება გავითვალისწინოთ, ვინ გვიყენებს ბრალს, რატომაა ზოგიერთი დამნაშავე დაუსჯელი და რა არის დასჯადი, ამითყველაფერს პასუხი გაეცემა".
მისივე თქმით, ბრალი აგებულია საჯარო განცხადებებზე, გამოძიება კი იწყება 7 ოქტომბრიდან, როცა პოლიციელმა დაწერა პატაკი, რომ თითქოს მიიღო ინფორმაცია.
„7 ოქტომბრიდან კი არა 4 ოქტომბარმდე იყო ეს ცნობილი, ის პოსტები, რაც საქმეშია ჩადებული, ემსახურება მიზანს - არავინ დაზიანდეს აქციების დროს... ის რომ ადამიანი მოუწოდებს ადამიანებს შეკრებისკენ ეს არ არის დანაშაული. ბრალდების მხარე ამატებს თავის ვერსიას, რომ ეს შეკრება პოლიციელებზე ძალადობას თუ დაზიანებას ისახავდა მიზნად. თუმცა საქმეში ამის მტკიცებულებები არ არის“...
მეორე ადვოკატმა კი თქვა, რომ ბრალდებულთან შეთანხმებით შესავალი სიტყვით არ ისარგებლებს.
12:16 - შესავალ სიტყვას ამბობს გურიელ ქარდავას ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე.
მისი განცხადებით, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
რაც შეეხება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის მუხლს „ეს შეფასებითია“.
„ღობე არის გადავარდნილი უკვე, გადადის, პოლიციის მოქმედებას ემორჩილება იქვე, გადმოდის უკან და მეტი ქმედება მასთან მიმართებით არ არის...“, - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, გურიელ ქარდავა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებდა, ამის გამო ადამიანების დაკავება კი დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს არ შეესაბამება.
ბარდაველიძის თქმით, საქმეში არ არის მატერიალური მტკიცებულება, რომელიც 225- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულით მიყენებულ ზიანს დაადასტურებდა. ის იმედოვნებს, რომ უარეს შემთხვევაში მუხლი გადაკვალიფიცირდება, უკეთეს შემთხვევაში კი ბრალდებული გამართლდება.
12:09 - შესავალ სიტყვას ამბობს მამუკა ლაბუჩიძის ადვოკატი აიჰან ჰასანლი. მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად ედება ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.
მისი თქმით, კითხვებზე პასუხი საქმეში წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა უნდა გასცეს.
„საქმე 38 ტომია, თუმცა ხელოვნურადაა გაბერილი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ 40 გვერდია და აქედან უმრავლესობა ეხება იმას, როგორი კანონმორჩილი მოქალაქეა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი...
... მამუკა ლაბუჩიძის ვიდეო დაცვის სტრატეგიას უფრო შეესაბამება, ვიდრე წარდგენილ ბრალდებას... საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ორგანიზებული მოქმედების სურვილი, ერთად მოქმედება, კოორდინირებული მოქმედება, ფიზიკური შეხება... ის ინდივიდუალურად მოქმედებს და ეს გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულს. ერთი ფურცელიც არაა წარმოდგენილი, რომელიც ვინმესთან კომუნიკაციას ადასტურებს... არ არსებობს მტკიცებულება, რომ მამუკა ლაბუჩიძე 64 ბრალდებულიდან რომელიმეს იცნობს“.
მას მიაჩნია, რომ მამუკა ლაბუჩიძის მოქმედება „ემოციური გამოხატვა იყო“.
აიჰან ჰასანლი აჯამებს შესავალ სიტყვას:
„ამ ქვეყანაში შეკრებისა და მანიფესტაცია გამოხატვის თავისუფლება გახდა დასჯადი
წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს მის უდანაშაულობას
ერთი ქმედებისთვის ორი ბრალდებაა წარდგენილი“.
ფორუმი