11:31 - სხდომას არ ესწრება ვახტანგ ფიცხელაური.
„უარს ვაცხადებ მონაწილეობის მიღებაზე, ნდობას ვუცხადებ ადვოკატს“, - წერია განცხადებაში, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა მოსამართლეს მიაწოდა.
სხდომას არ ესწრება ანტონ უპერი, ის არც დაკავებულია, მისი ადგილსამყოფელი უცნობია მხარეებისთვის, მას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
11:37 - მოსამართლემ დაადგინა ბრალდებულების ვინაობა. სტანდარტული პროცედურაა, ყველა ბრალდებული ასახელებს სახელსა და გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, ფაქტობრივ მისამართს, მოქალაქეობას.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდებულებს საკუთარი უფლებები გააცნო.
11:41 - დაკავებულ ავთანდილ სურმანიძეს ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
ნანა სანდერს ბრალად ედება მოწოდებები კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება - მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალი ედება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში.
დანარჩენებს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების, ბლოკირების მსჯელობა ჯგუფურად.
11:45 - ნანა სანდერი ამბობს, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ: „რა თქმა უნდა, არა და არასდროს“.
შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი დაკავებული თავს წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მცირედით განსხვავებული პოზიცია აქვს გურიელ ქარდავას. ის ამბობს:
„222-ე მუხლის შეფასებაში შეგვიძლია შევიდეთ, 225-ში საერთოდ არ ვცნობ დამნაშავედ“, - ამბობს გურიელ ქარდავა.
19-222-ე მუხლი - სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
ფორუმი