Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას სასამართლო

საქალაქო სასამართლოში იწყება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო. მას 4 ოქტომბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. პროკურატურა სხდომის დახურვას ითხოვს.

13:32

13:28 - ბაჩო ახალაიას ადვოკატები არიან, მალხაზ ველიჯანაშვილი და რომეო საჯაია. გია გოროზია დღევანდელ სხდომას არ ესწრება.

13:33

13:29 - ბრალდება სხდომის დახურვას მოითხოვს. პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი ამბობს:

„საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით... საქმის მასალებიდან ჩანს, რომ სუსის წარმოებაშია საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე... ეს საქმე 21 დეკემბერს გამოსაძიებლად გადაეცა კრიმინალურ პოლიციას, ამ საქმეზე დადგენილია კონკრეტულ პირთა, მათ შორის სუს-ის თანამშრომლების პერსონალური ინფორმაცია, ისინი გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან. მათი ვინაობის გასაჯაროების შემთხვევაში დაზიანდება პერსონალური ინფორმაცია და საგამოძიებო ინტერესები...“

13:35

13:30 - ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი არ ეთანხმება სხდომის დახურვას და აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვის მთავარი პრინციპი საჯაროობაა. ამასთან, ბრალდებულს აქვს უფლება საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია.

„არცერთი მოწმე არ ამბობს, თუ შეიძლება ჩემი მონაცემები არ გაასაჯაროოთო. საჯარო სამსახურის თანამშრომლები არიან... საფრთხე, რომელსაც პროკურატურა ასახელებს, არ არსებობს და უსაფუძვლოა“.

13:50

13:33 - დგება ბაჩანა ახალაია ფეხზე და ამბობს „ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი“. მოსამართლე ეუბნება, რომ მხოლოდ სხდომის დახურვაზე ისაუბროს.

„რატომ უნდა დაიხუროს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ჯერ არც დაწყებულა? რა უნდა იყოს მიზანი? თუ აქ ადამიანები არ მოვიდნენ და გაიგონ ვინ არის დამნაშავე ვინ არა? რა მტკიცებულებები არსებობს ან მე რა არგუმენტები მაქვს ამის შესახებ?.. ბევრი რაღაც მაკვირვებს, მაგრამ ეს ძალიან მაკვირვებს, მოვისმინე, მაგრამ ადამიანური ლოგიკა ვერ მოვისმინე, ლოგიკას ვერც გაძევებაში [მისი ცოლი გაუშვეს სხდომიდან] ვხედავ, ბრალდებულია, მოწმეა... სისხლის სამართლის საქმეს როცა ვიხილავთ, ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს ყველამ ნახოს, ვინ რა დააშავა, ვის წინააღმდეგ რა მტკიცებულებებია.

უცნაურობა ეტყობა ამ ყველაფერს, მათ შორის დახურვას.... ჩემი აზრით, იმ პროცესის ნაწილია, რაც მიმდინარეობს... რატომ ითხოვენ ახლა დახურვას? რატომ? მიზეზი რა არის? ის, რომ არავინ მოვიდეს და ჩემი მეუღლეც არ დაესწროს ამ სხდომას?

სხვათა შორის, ქალბატონო მეია, რამდენიმე საათის წინ ამ დახურვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იყო უცნაური რაღაცები, ჯერ ადვოკატებს წარუდგინეს გაუთქმელობის ხელწერილი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მინდა მთელი პროცესის სრული საჯაროობა. მინდა, ყველა მტკიცებულება ყველამ ნახოს.

- მტკიცებულებებს ხომ არ ვიკვლევთ?

- მითუმეტეს ციხეში გაშვება არ გაშვების საკითხი, აქ რა არის დასახური?.. ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი ეხება ჩემს მეუღლეს... რამდენიმე საათია მას შემდეგ გასული - ადამიანზე, რომელიც ჩემთან ერთად დააკავეს და ჯერ ვერ გაირკვა მოწმეა თუ ბრალდებული... სუსის შენობაში მკაფიოდ მითხრეს, ან ახლა შენს ცოლს დავიჭერთ ან სხვა დაკავებულებს ყველას, მანჯგალაძე, ბურჭულაძე... ყველას ამხელთ ძალადობაში...

ეს რასაც ვყვები ეხება დახურვას, თქვენ თუ პროცესს დახურავთ, როცა მეუბნებიან, რომ თქვენს ცოლს დავიჭერთ 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ ობლად, თქვე ფიქრობთ, რომ ამ ნიუანსის საქმე უნდა დაიხუროს? ან იტყვი, რომ ბურჭულაძე, მურთაზი სხვები და სხვები ჩადიოდნენ... მურთაზი, სხვები და სხვები... 15 წუთი გაქვს, ის მაინც თქვი, რომ შენ არ მონაწილეობდი და იცოდი, დავიჭერთ შენს ცოლს... ამაზე გასაგები პასუხი გავეცი... ქალბატონო მაია, უნდა გესმოდეთ, რას ხურავთ, თქვენ გინდათ დახუროთ ის საქმე, სადაც მემუქრებიან ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით იმისთვის, თუ არ ვიტყვი ჩემს მეგობრებზე, რასაც მეუბნებიან მაგას?

აბა, დაფიქრდი, ბატონო, შენი შვილი დარჩება ობლად 10 წლის მანძილზე... ეს არის ტერორისტი, ვინც ამას აკეთებს, მძევლად აიყვანა ჩემი ცოლ-შვილი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ მაიძულებდა ჩვენებას, ეს არის ტერორიზმი... საფლავიდან ამოვთხრი... ამის დახურვა უნდათ, იმ სახელებისა და გვარების ვინც მე ეს შემომითვალა და მე უარი შევუთვალე.

- დამშვიდდით.

- ქალბატონო მეია, რამე არამშვიდს მატყობთ? მთელი გონება გადავქექე, პრეცედენტი ვერ ვნახე ამის, რომ კაცს უთხრეს, შენს ცოლს დავიჭერთ, თუ შენ მეგობრებზე რაღაცას არ იტყვი... მერე გამახსენდა სტალინის ეპოქა... იხურება ეს, ამას გიხსნით, ეს მოხდა ამ საქმეში, ამ ბრალთან დაკავშირებით.

- ანუ თქვენ წინააღმდეგი ბრძანდებით დახურვის, გავიგე.

- რა გაქვთ მტკიცებულება? არ გაინტერესებთ ამ კაცის სახელი და გვარი, ვინც ამას აკეთებს? ტერორისტები ხართ, რომლებმაც ცოლ-შვილი აიყვანეთ მძევლად და მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG