Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის წარმომადგენელი, დმიტრიევი მაიამიში ჩავიდა აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებისთვის

კირილ დმიტრიევი
კირილ დმიტრიევი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საგანგებო წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი მაიამიში ჩავიდა, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზნით.

ვიზიტი იმართება მანამ, სანამ აბუ-დაბიში შედგება სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელიც 1 თებერვალს იგეგმება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მანამდე აცხადებდა, რომ 1 თებერვლის მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ მიიღებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი - რომლებიც ესწრებოდნენ აბუ-დაბიში გამართულ წინა შეხვედრას. რუბიოს თქმით, 1 თებერვლის მოლაპარაკებაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ აშშ-ის სხვა წარმომადგენლებმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG