მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, ის ითხოვს დაყოს ბრალდებამ სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლისა და სხვა მუხლის მტკიცებულებები ერთმანეთისგან. “თავად ვერ არქმევს და ვერც არჩევს” რადგან არ იცის და მან რომ რაიმე მტკიცებულების “დაუშვებლობაზე შუამდგომლობა დააყენოს, პროკურორს შეუძლია უთხრას, რომ სხვა ბრალდებულს ეხება და მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება”.
14:24 - ბექა ბასილაია, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი:
“ეს არის სტანდარტი, რომელიც სასამართლოს სჭირდება. წსს-ზე რაზე მსჯელობთ თქვენ? - მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით აკმაყოფილებს თუ არა დასაშვებობის სტანდარტს. ადვოკატების კითხვა თქვენ მოგემართებათ - ჩვენ ხომ სტანდარტებზე და წესებზე ვსაუბრობდით დასაწყისში, თან როგორზე - ადექი, დაჯექი.. და ის მაღალი სტანდარტი თუ თქვენთან არ არის ჩამოყალიბებული მტკიცებულებების შეფასებისას, როგორ უნდა გადაწყვიტოთ არსებითზე გადასაცემია თუ არ არის?”.
ლევან სამუშია:
“ერთს ვითხოვთ, მიგვითითოს ბრალდების მხარემ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან შემხებლობაში ერთი მტკიცებულება მაინც”.
სამუშია ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს იცავს.
ის ითხოვს, ბრალდებამ მიანიშნოს მაინც, რაზე გააკეთონ აქცენტი.
14:20 - გიორგი ვაშაძე:
“ბრალი რომ შემომიტანეს ვერ გავიგე, რას მედავებიან, გადმომცეს 100 ტომი საქმე, უამრავი და ვერაფეფი ვიპოვე ჩემთან დაკავშირებული. რაღაცაზე თავი რომ დაიცვა, ხომ უნდა იცოდე, რას მედავებიან? კონკრეტულად ჩემი ბრალი… თუ ამომიკითხავთ, რა არის მოცემული? კონკრეტულად… კონკრეტულად ზოგადად წერია სამყაროში რა ხდება, წერია ზოგადად.
მე ინდივიდუალურად არ უნდა ვიცოდე, რა ქმედებას მედავებიან?”.
ფორუმი