14:48 - ლევან სამუშია ითხოვს გაგვაგებინეთ, რას გვედავებით და მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკა, რა შუაშია მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთანო.
“გასაგებია, რომ მოწმეები არ იკითხებიან, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ეტაპია, საქმე გადაეცეს თუ არა არსებით განსახილველად და რის საფუძველზე ვმსჯელობთ მერე? მტკიცებულებების საფუძველზე. თქვენ მსჯელობთ არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და ეს როგორ უნდა დავადგინოთ, თუ მტკიცებულებებზე არ ვიმსჯელეთ?”, - ამბობს სამუშია.
14:44 - ზვიად კორძაძის თქმით, მან სხვა იკითხა და სხვა უპასუხეს.
“მტკიცებულებების შინაარსში შესვლაა არავინ გთხოვთ, ნუმერაციაში მიმითითეთ, ბატონო”, - ამბობს და აგრძელებს:
“… ანუ ამ მტკიცებულებებში ზოგი პირდაპირია და ზოგი ირიბი და ეს ირიბი მტკიცებულებები ყველა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეხებაო?”.
პროკურორის თქმით, მტკიცებულებები ეხება საქმეს. სამი სხვადასხვა საქმეაო პასუხობს ადვოკატი, ზვიად კორძაძე.
“ თქვენ ახლა მეუბნებით, ზოგი მტკიცებულება პირდაპირია, ზოგი ირიბიო და ჩემს საქმეში არის მტკიცებულებები რომელიც არ ეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს?”
14:36 - პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი პასუხობს ადვოკატებს. მისი თქმით, ბრალდებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ ეს საქმეები ერთად წარმართულიყო.
“ამ ფორმით და ამ მოცემულობით, ვალდებულება თითოეულ ბრალდებულს განვუმარტო მტკიცებულებების შინაარსი, რომელი მტკიცებულება, დააკვნა, წერილობითი, მიემართება მათ, არის პროცედურული დარღვევაც კი”, - ამბობს ის.
მისივე თქმით, ზვიად კორძაძემ ბრალდების მხარემ გადასცა დაცვის ხმარის მტკიცებულებათა ნუსხა, სადაც ბრალდების მტკიცებულებებიც იყო გადატანილი და ფიქრობს, რომ ადვოკატს შეუძლია “მიიჩნიოს, რომელი მტკიცებულებაა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, წონადი და მნიშვნელოვანი”.
14:30 - ნიკა გვარამია ამბობს:
“პირველი საქმე არ არის ჩემი და პირველი საქმე არ არის, რომელიც ვიცი. მიშას საქმე ვიცი, ჩემი საქმე ვიცი, საოცრებებია, მაგრამ ეს საქმე, დედას ვფიცავარ, 40 ტომი რომ არის, ვეძებე ქვემდებარე ნიკა გვარამია შემასმენლით( იდგა, ყვიროდა) ჩადის დანაშაულს, ვერ ვიპოვე…
40 ტომში არის სულ ორი წინადადება, სადაც ნახსენები ვარ”.
მოსამართლის თქმით, ამას თავისი დრო აქვს განხილვის დროს და მოუწოდებს დააყენონ დაუშვებლობაზე შუამდგომლობები.
ადვოკატები ამბობენ, რომ ჯერ ის საკითხი უნდა გადაწყდეს, რაც ზვიად კორძაძემ დააყენა, რომ შუამდგომლობებზე გადაწყვეტილებები მიიღონ.
აგრძელებს გვარამია: “დისპოზიციის ზმნის გარდა, არსებობს რომ სხვა ზმნა არ იძებნებოდეს? არსებობს უზმნო წინადადებები? …. სად ვარ ნახსენები? სად მიმტკიცდება, რომ რაიმე გავაკეთე? სანამ ეს არ ვიცი, მტკიცებულებებთან დაკავშირებითაც არ ვიცი. ლენინის 40 ტომი შემეძლო მომეტანა იგივე წარმატებით”.
ფორუმი