14:57 - გიორგი ვაშაძის ადვოკატის ომარ ფურცელაძის თქმით, ისიც მოკლებულია შესაძლებლობას მტკიცებულებების დაუშვებლობაზე შუამდგომლობა დააყენოს.
„არათუ შეუძლებელია შუადგომლობის დაყენება, არამედ შეუძლებელია ნებისმიერ შუამდგომლობაზე თქვენი მხრიდან ფაქტზე დაფუძნებული მსჯელობა“, - ამბობს ომარ ფუცრელაძე.
14:52 - ნიკა გვარამია მიმართავს ვალერიან ბუგიანიშვილს:
“ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩემთვის ტესტი არის თქვენ როგორ აპირებთ მოქმედებას…. თქვენ თუ მეტყვით…”
აწყვეტინებს მოსამართლე, ჯერ მტკიცებულებებს დასაშვებობის ეტაპი არ გადაულახიაო.
14:51 - მოსამართლე ითხოვს დააყენეთ შუამდგომლობა მტკიცებულებების დაუშვებლობაზე იმ სტანდარტით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, როგორც ბრალდებამ წარმოადგინაო.
14:48 - ლევან სამუშია ითხოვს გაგვაგებინეთ, რას გვედავებით და მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკა, რა შუაშია მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთანო.
ფორუმი