15:27 - ადვოკატებმა წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავო გახადეს, რასაც პროკურორებიც დაეთანხმნენ. მათ არ გაიზიარეს, საქმის მასალების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა მიიღოს.
15:11 - მოსამართლე ბუგიანიშვილმა შესთავაზა ადვოკატებს, დაწერეთ შუამდგომლობა და ისე შემოიტანეთ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რადგან როგორც თქვენ ამბობთ, „დაცვის უფლება გერღვევათო“ და სხდომის გადადების საკითხი დააყენა დღის წესრიგში,
ადვოკატებმა იუარეს და განაცხადეს, რომ ადგილზევე დაწერენ შუამდგომლობას.
15:03 - ნიკა გვარამიას ადვოკატი ქეთი ჩომახაშვილი ამბობს, რომ წაიკითხა საქმის მასალები და „41 ტომში მხოლოდ ორი მოწმის გამოკითხვის ოქმი იპოვა, რომელიც შემხებლობაშია მისი დაცვის ქვეშ მყოფთან [ნიკა გვარამიასთან]
ის აყენებს შუამდგომლობას დაუშვებლად იქნეს ცნობილი „მთელი სისხლის სამართლის მასალა“, მათ შორის დაკითხვის ოქმებიც, სადაც ნიკა გვარამიაა ნახსენები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში არგუმენტია, რომ ეს ჩვენებები „ირიბია“.
ადვოკატის თქმით, სასამართლოსგან ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებების გამიჯვნას სთხოვდა ან იმას მაინც სთხოვდა ეთქვათ, რომ ყველა მტკიცებულება ყველას ეხება.
14:59 - კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, რაზე დაობენ მხარეები. ადვოკატების პოზიციაა, რომ ისინი წარმოდგენილ საქმის მასალებში ვერ აიდენტიფიცირებენ მტკიცებულებებს, რომლებიც მათი დაცვს ქვეშ მყოფებს ეხებათ.
მათი შეფასებით, ამ დარბაზში ბრალდებულებს სამ სხვადასხვა საქმეზე ედავებიან, თუმცა ისინი მაინც ერთად სხედან და განხილვაც ერთად მიდის. სამი სხვადასხვა საქმის მტკიცებულებები კი „ერთადაა ჩაყრილი“.
ფორუმი