Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

18:00

17:39 - ლევან სამუშია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი:

„ალბათობის დაბალი ხარისხი მაინც უნდა გვაჩვენოთ, მაღალზე აღარაა საუბარი, რომ რაიმე ხარისხის ალბათობა უნდა არსებობდეს, რომ ეს დანაშაული ბადრი ჯაფარიძემ ან მამუკა ხაზარაძემ ჩაიდინა...

ადამიანები, სახელი და გვარები რომ ჰქვიათ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ამიტომ არიან პასუხისგებაში მიცემულები. სხვა მტკიცებულება არაფერი არ არსებობს.

ობიექტურობის თანახმად, ეს საქმე აქამდე კი არ უნდა მოსულიყო, გამოძიები ბარათი არ უნდა შედგენილიყო, რადგან აქამდე მოიტანეთ, გადაწყდეს სამართლებრივად“.

17:34

17:28 -ადვოკატები მოითხოვენ შეწყდეს საქმის წარმოება და არ გადასცეს მოსამართლემ არსებით განსახილველად სასამართლოს, ვინაიდან გამოძიება მათი შეფასებით დაბალი სტანდარტითაა ჩატარებული და ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს.

17:27

17:11 - ნიკა გვარამია ამბობს სიტყვას სასამართლოზე. ის ამბობს, როგორი უნდა იყოს ბრალის დადგენილება, როგორ უნდა იყოს ის დაწერილი და ასკვნის: „საერთოდ არაფერი არ არის“.

„ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება მოიპოვება მხოლოდ და მინდა წაგიკითხოთ. რა არის ირიბი მტკიცებულება? - ვიღაცა პოლიციელი ამბობს, რომ იქ იდგა, მე ვამბობ, რომ ვიდექი, მაგრამ ეს ორი პოლიციელი ამასაც არ იძახის.

...ამბობს, რომ რამდენიმე ადამიან იდგა, სავარაუდოდ ნიკა გვარამიაც და არ გამიგონია რს ლაპარაკობდაო და ამ რამდენიმეუცნობიან განტოლებაში ბრალი როგორ უნდა წამიყენოთ?“, - ამბობს ნიკა გვარამია და მოსამართლეს ეკითხება, თუ შეუწყვეტია როდესმე საქმე წსს-ს ეტაპზე.

აგრძელებს: იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში და როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში?

... ჯერ საერთოდ რატომ არ ვარ დაკითხული, იქნებ რას ვამბობ, იქნებ უარვყოფ, რომ იქ ვიყავი იმ დროს, რომელ დროს ეგ რომ არ იცით...იქნებ თბილისში არ ვიყავი, მაგრამ რიცხვიც არ გაქვთ ჩაწერილი, იქნებ მართლა არ ვიყავი საქართველოში და ვაიდა არ ააცილოთ...განაჩენი არის მოსაზრება, ეს მოსაზრებაც არ წარმოშობს ჩემი ბრალის წინაპირობას, არ ამბობენ ეს პოლიციელები, რომ ეს კაცი აუცილებლად აქ იდგა და ამას ამბობდაო, ფრაზაც კი არ წერია, რაზე ვიდაო, რა ვთქვი არ წერია, სად ვიდექი არ წერია, როდის ვიდექი არ წერია, ჩემი პარამეტრები არამგონია საინტერესო იყოს...“, - ამბობს გვარამია.

„ეს ის შემთხვევაა, რომელიც ნაღდად არ მინახავს, განტოლებაა ჩვეულებრივი, ცვლადებით უნდა ვიმკითხავო, რომელიც მიდის პასუხამდე უდრის საბოტაჟს... დაბადებით საბოტაჟნიკები გვასამართლებენ...

ჩვენ უნდა ავირჩიოთ ან ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ან პატარა სოფელი და პატარა სოფელს ირჩევთ თქვენ...გამორიცხულია ლაშა [პროკურორი] არ გესმოდეთ რა მოიტანეთ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პატარა სოფელი გაქვთ არჩეული ნიკოფსიიდან დარუბამდამდე ნაცვლად....“.

17:16

17:07 - ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი:

„პრაქტიკა ნამდვილად არ არსებობს საბოტაჟის საქმეზე, მაგრამ გვაქვს მძიმე გამოცდილება ამბროსი ხელაიას წინააღმდეგ წარმოებულ საქმე, თუ რაიმე პარალელი შეიძლება იყოს გავლებული, შეიძლება აქ გავავლოთ, შინაარსობრივად მხოლოდ. თუ ვინმე საქართველოს ასუსტებს ეს არის ის ჯგუფი, რომელიც არალეგიტიმურად არის დაპატრონებული მმართველობას.

სამწუხაროდ ბოლო წლებში ტრადიციად იქცა პროკურატურის და სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური ნიშნით. ეს საქმე ნამდვილად განსხვავდება ყველა სხვა პოლიტიკური საქმისგან თავისი შინაარსის გათავლისწინებით. რეალურად ამ საქმეში არაფერი არ არის რაც შეიძლება დანაშაულად იქნეს მიჩნეული, ამის მიუხედავად არ მაქვს დიდი მოლოდინინი. წარსული გამოცდილება რომ გვერდზე გადავდოთ, იმიის გათვალისწინებით რაც გაჟღერდა, ჩვენი მოთხოვნა რომ მტკიცებულებები გამიჯნულიყო თქვენ თქვით რომ ეს მაღალი სტანდარტი იქნებოდაო

...ასევე თქვენ თქვით, რომ ამ ეტაპზე მტკიცებულებებს არ ვაფასებთო. რეალურად კოდექსი მოსამართლეს ავალდებულებს რომ წსს-ზე იმსჯელოს არსებობს თუ არა ალბათობის მარალი ხარისხი რომ ამ მტკიცებულებების პირობებში გამატყუნებელი განაჩენი დადგეს. შეუძლებელია ეს შინაგანი რწმენა შეექმნას მოსამართლემ თუ არ იმსჯელა ამ მტკიცებულებებზე და არ შეაფასა. აქ არ ვგულისხმობ, რომ უნდა გამოვიკვლიოთ მტკიცებულებები, ეს არსებითის საქმეა, მაგრამ უნდა შეფასეს.

ამის გათვალსიწინებით მე არ მაქვს მოლოდინი რომ შეწყდება ეს საქმე და პრინციპში არაფერი განსხვავებული არ მომხდარა იმის გათვალისწიებით რომ ყველას პოლიტიკურ საქმეს ლაიტმოტივია მიდგომა რომ პორკურატურაც დას ასასამართლოს ისრები გადააქვთ მომავალზე" ეხლა ის ეტაპი არ არის, მოვა ამის დროზ", შემდეგ ეტაზე რო გადავალთ იქაც იგივეს გვეტყვიან, იქ რო დეტალებს მოვითხოვთ, იქაც გვეტყვიან არაა ამის დრო დასკვნით სიტყვაში გეტყვით, იქაც არ იოტყვიან და საბოლოოდ განაჩენშიც არაფერში დასაბუთდება.

როცა ყალბი ბრალდების წრადგენა გიწევს გასაგებია რომ სხვა გამოსავალი არ გაქვს. ასეთ შემთხვევაში ზოგადუ საუბრით უნდა დაიძვრინო თავი. უბრალოდ ყოველვის ადამიები ცდილობენ საკუთარი პასუხისმგებლობის გაქცევის მიზნით, თითქოს მათ როლი არაა ამაში.

ეს ადამიანები შეიძლება გაუშვან ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მიტაცებულ ძალაუფლებას არ შეექმნას საფრთხე“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG